1 2 3 4 5
მატჩის შემდგომი კომენტარები

    "მერანი" - "დინამო" (ბთ) მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნული შეხვედრა შეაფასეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე აკაკი შულაიამ.

 

გიორგი მიქაძე: ("მერანის" მთავარი მწვრთნელი) ორი კარგი გუნდის მონაწილეობით, სანახაობრივი, ხარისხობრივი თამაში გამოვიდა და ღირსეულმა გაიმარჯვა. ძლიერი მეტოქე გვყავდა გამოცდილი  მწვრთნელის ხელმძღვანელობით, თუმცა ვთვლი, რომ დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.

 

ლევან ხომერიკი: (ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი) პირველ რიგში მივულოცავ მარტვილის "მერანს" გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას. თასის აღება ვუსურვებ "მერანს". რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, სამი დღის წინ მძიმე მატჩი გვქონდა "დილასთან" და ვერ მოვახერხეთ ძალების აღდგენა. სამწუხაროა თასის გათამაშებას, რომ გამოვეთიშეთ.

 

აკაკი შულაია: ("მერანის" ფეხბურთელი) ბათუმის "დინამო" უმაღლესი ლიგის ფავორიტი გუნდია და რთული ამოცანის წინაშე ვიყავით, მაგრამ ჩვენ ამ მატჩისთვის სრულყოფილად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა. სასიხარულოა და დიდ სტიმულს მაძლევს ასეთ მატჩებში გატანილი გოლები, თუმცა ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაცაა.

 

შეხსენებისთვის,  23 აგვისტოს მარტვილის "მერანმა" დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლაში ბათუმის "დინამო" დაამარცხა ანგარიშთ 2-0 და მერვედფინალში გავიდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5