1 2 3 4 5
კლუბების უსაფრთხოების ოფიცერთა საინფორმაციო ტური ნაკრების მატჩზე

 

      საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კლუბების უსაფრთხოების ოფიცრებთან და მატჩის ორგანიზატორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს ზესტაფონში, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“.

 

 სფფ-ს უსაფრთხოების თანამშრომლებმა მათ გააცნეს მატჩის ორგანიზების გეგმა, სტიუარდებთან და VIP სტუმრებთან ურთიერთობის სტანდარტები, აკრედიტაციების გაცემის სისტემა, 200-მდე სტიუარდის განაწილების პროცესი და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გეგმა.

 

 აღსანიშნავია, რომ მატჩების უსაფრთხოდ ჩატარების თემაზე ამ ტიპის მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა პირველად გაიმართა. ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ფართომასშტაბიანი სემინარების ჩატარება უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის, რომლის მიზანიც არის ეროვნული ჩემპიონატის უსაფრთხოების ნორმების ამაღლება და უეფას თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ქართულ საფეხბურთო ღონისძიებების მენეჯმენტში.

 

 აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანის" უსაფრთხოების ოფიცერი შოთა ჩახავა.



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5