1 2 3 4 5
ღირსეული ქულა "გურიასთან"! "გურია" - "მერანი" 0-0

   სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდებისთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. "სამტრედიასთან" დასანანი მარცხის შემდეგ, განსაკუთრებული მოტივაციით ჩავიდნენ მარტვილელები ლანჩხუთში და ცოტა, რომ გამართლებოდათ გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ. უმნიშვნელოვანესი ქულა კი დამსახურებულად მოიპოვეს "მერანელებმა".

 რაც შეეხება "გურიას", გურულებს მეორე წრეში საკუთარ სტადიონზე გამარჯვების გემო არ უგემიათ და მასპინძლებსაც სამი ქულა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მარტვილელებმა დღეს უფრო დალაგებული, ორგანიზებული ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს და შესაბამისად რეალური საგოლე მომენტებიც უფრო მეტი "მერანელებმა" შექმნეს.

 მე-18 წუთზე კი ყველაზე რეალური მომენტი შეექმნათ სტუმრებს პირველ ნახევარში. "გურიას" მეკარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ ჯიქიამ მოიპოვა ბურთი და ჩიმაკაძე მოძებნა გურულთა საჯარიმოში, მეკარეს პოზიცია დაკარგული ქონდა, ჩიმაკაძემ ძლიერ დაარტყა და თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა ცარიელი კარიდან ერეკლე კილაძემ გამოიტანა ბურთი.

 ტაიმის მიწურულს კიდევ ორი მწვავე იერიში განახორციელეს "მერანელებმა", ჯერ საბანაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ჯოვანოვიჩმა დროულად დატოვა კარი და ხორავამ საბანაძე დააჯარიმა თავდასხმაში. მეორე ეპიზოდში კი წყაროზიას მოჭრილი პასით ხაბელაშვილი ცდილობდა თავით გატანას, თუმცა ამჯერადაც დამაჯერებელი იყო  "გურიას" კიპერი.

 მეორე ტაიმში მასპინძელთაგან ნუნეზი დაემუქრა "მერანის" კარს, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა ლეგიონერს.

 81- წუთზე ბადრი კვარაცხელიამ ჯიქიას ნაცვლად ზაურ გოგუაძე გამოიყვანა მოედანზე, რომელიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში. მატჩის მიწურულს, მის მიერ წამოწყებული შეტევა შეეძლოთ გოლით დაესრულებინათ მარტვილელებს. გოგუაძემ მოედნის შუა ხაზში მოიპოვა ბურთი და ფლაგნზე ჩიმაკაძეს გააყოლა, მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ საბანაძე გაიყვანეს თანაგუნდელებმა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა ჩვენებურის დარტყმას  გურულთა კიპერი ადვილად გაუმკლავდა.

 ამრიგად,  "მერანმა" სტუმრად უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა ლანჩხუთში. მარტვილელები თავის მომდევნო შეხვედრას მარტვილში გამართავენ. 2 აპრილს ჩვენი გუნდი ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

 ბადრი კვარაცხელია: ("მერანის" მთავარი მწვრთნელი) თამაში ჩვენ მიგვყავდა, მეტი საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვთვლი, რომ ჩვენ უფრო დავკარგეთ ორი ქულა ვიდრე მეტოქემ. ჩემმა ფეხბურთელებმა იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რისთვისაც მადლობას ვუხდი. "გურიას" წარმატებებს ვუსურვებ. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო "მერანის" ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში უჭერდნენ მხარს "მერანს. ჩვენი გუნდის თამაშებიდან გამომდინარე, მათ შემიძლია შევპირდე, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ მთავარ მიზანს."

19 მარტი. 15:00. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე" "გურია" (ლანჩხუთი) - "მერანი" (მარტვილი) 0-0 (0-0)



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5