1 2 3 4 5
დასანანი მარცხი ”ჭიათურასთან”

 

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება ”მერანმა” წარუმატებლად დაიწყო. არადა დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას თუ არა ფრეს მაინც იმსახურებდნენ მარტვილელები, მაგრამ შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა..

 

 შეხვედრას კი წუთიერი დუმილი უძღოდა წინ, ფეხბურთელებმა და გულშემატკივარმა, მარტვილის (მაშინდელი გეგეჭკორის ”სალხინოს”) ფეხბურთელის: ამირან გრიგალავას ხსოვნას მიაგეს პატივი.

 

 მატჩის საწყისი წუთები უფრო დაზვერვითი ხასიათის აღმოჩნდა და შეხვედრა დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. პირველი ხიფათი კი ”მერანელებმა” შექმნეს, შეტევაში გადასულმა გიორგი პაჭკორიამ ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით სცადა ანგარიშის გახსნა, თუმცა სტუმრები, კარის ხარიხამ იხსნა გაშვებული გოლისგან.

 

 მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ ვასიკო გოგოლიძეს შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში ძელმა იხსნა ჭიათურელები, ამ ეპიზოდში სტუმართა გამოცდილმა მეკარემ, მინდია ბობღიაშვილმა ითამაშა დამაჯერებლად და მუშტებით მოიგერია ბურთი.

 

 67-ე წუთზე კი შეტევაში გართულ მარტვილელებს საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ და ზარქუასთან პირისპირ გასულ ხაჭიპერაძის მოჭრილი დარტყმის შემდეგ, სანტიმეტრებში აცდა ბურთი ”მერანის” კარს.

 

 ხაჭიპერაძემ დღევანდელ შეხვედრაში მაინც შესძლო თავისი გოლის გატანა, მანამდე პაჭკორიას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოიგერია ბობღიაშვილმა, კონტრიერიში კი საგოლე გამოუვიდა მეტოქეს და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ხაჭიპერაძეს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია 0-1.

 

 როგორც მოგეხსენებათ, სათასო დაპირისპირება ორ მატჩისგან შედგება და ”მერანი” განმეორებით შეხვედრას, 26 აგვისტოს გამართავს ჭიათურაში. მანამდე კი მარტვილელები ეროვნული ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩს ჩაატარებენ 22 აგვისტოს ”ცხინვალის” წინააღმდეგ.

 

 მარტვილი. დ.ყიფიანის სახელობის თასის 1/6 ფინალური მატჩი

 

”მერანი” (მარტვილი) - ”ჭიათურა” (ჭიათურა) 0-1 (0-0)

 

”მერანი”: ზარქუა, ი. ციცხვაია (გოგოლიძე, 10), პაჭკორია, შალიკაშვილი, გეგია, რუხაია (ფაილოძე,59), გვაზავა, ხორგუაშვილი (ჯღამაია,52), წოწონავა, კუტალია, დ. ციცხვაია.

 

სათადარიგო: სევასტიანენკო, წურწუმია, აშორტია, ბროლაძე.

 

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

 

”ჭიათურა”: ბობღიაშვილი, გაფრინდაშვილი, ცუცქირიძე (ხარბედია, 67), ჭელიძე,ზ. ნადირაძე, ნიჟარაძე, ნემსაძე, სევასტოპულო (ჯობინაშვილი, 31), კუჭაშვილი, თ. ნადირაძე, ხაჭიპერაძე (სამყურაშვილი, 80).

 

მთავარი მწვრთნელი: ბადრი ბრეგაძე

 

გოლი: ზაურ ხაჭიპერაძე (73)

 

გაფრთხილება: ნემსაძე (20), პაჭკორია (30), დ. ციცხვაია (36), კობინაშვილი (53), ხარბედია (85), ნიჟარაძე (87).

 

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

 

სხვა შეხვედრების შედეგები:

 

”მერანი” (მარტვილი) - ”ჭიათურა” (ჭიათურა) 0-1
”სიონი” (ბოლნისი) - ”რუსთავი” (რუსთავი) 0-0
”ჩხერიმელა” (ხარაგაული) - ”ტორპედო” (ქუთაისი) 1-2
”გურია” (ლანჩხუთი) - ”სამეგრელო” (ჩხოროწყუ) 7-0 
”კოლხეთი” (ხობი) - ”საპოვნელა” (თერჯოლა) 1-2
”კოლხეთი” (ფოთი) - ”მეშახტე” (ტყიბული) 2-0
”სამტრედია” (სამტრედია) - ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) 2-0
”ზუგდიდი” (ზუგდიდი) - ”იმერეთი” (ხონი) 2-1
”ბეთლემი” (ქედა) - ”შუქურა” (ქობულეთი) 1-2



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5