1 2 3 4 5
ლიცენზირება დასრულდა

 
 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 2015-2016 წლების სეზონისთვის ლიცენზირების პროცესი დაასრულა.

 

 ეროვნული ლიცენზიების მფლობელები შემდეგი კლუბები გახდნენ: ”მერანი” (მარტვილი), “შუქურა”, “ტორპედო” (ქუთაისი), “კოლხეთი 1913” (ფოთი),“ზუგდიდი”, “სიონი” (ბოლნისი), “ვიტ ჯორჯია” (თბილისი), “საბურთალო” (თბილისი), “ლოკომოტივი” (თბილისი).

 ამასთანავე, ლიცენზირების კომიტეტი რუსთავის “მეტალურგის” მიერ ლიცენზირების პროცესის სრულად იგნორირების თაობაზე იმსჯელებს.

 

 ლიცენზირების კომიტეტმა და ლიცენზირების აპელაცის ორგანომ რამდენიმე კლუბს ზოგიერთი კრიტერიუმის დარღვევა დაუდგინა, რის გამოც, მათ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ სანქციები დაუწესდებათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვევა 2015-2016 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ვინ ითამაშებს.

 

 ამასთანავე, ლიცენზირების კომიტეტი რუსთავის “მეტალურგის” მიერ ლიცენზირების პროცესის სრულად იგნორირების თაობაზე იმსჯელებს.

worldsport.ge



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5