1 2 3 4 5
უხვგოლიანი მატჩი სამტრედიაში, ”სამტრედია” 4-2 ”მერანი”

 

 საკმაოდ საინტერესო, უხვგოლიანი შეხვედრა შედგა სამტრედიაში ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ”სამტრედიასა” და მარტვილის ”მერანს” შორის გამართულ შეხვედრაში.

 

 ორივე გუნდისთვის პრესტიჟის მატარებელ მატჩში, ორივე გუნდი სახეცვლილი შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ”მერანის” უკრაინელმა დამრიგებელმა ვლადიმერ ლობასმა ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი. მათ შორის დებიუტი ქონდა მიხეილ რუხაიას.

 

 შეხვედრა კი საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო და გურულის შორეულ დარტყმას თუ არ ჩავთვლით ბეგაშვილის კარის მიმართულებით, საწყის წუთებში არცერთი გუნდის კართან შექმნილა სახიფათო ეპიზოდი.

 

 31-ე წუთზე ალექსანდრე გურულმა შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი პირდაპირ კარისკენ წავიდა, კარის გვერდითა ძელს მოხვდა და ”მერანის” კარის ხაზი გადაკვეთა 1-0.

 

 მეორე ნახევარში ზამთარაძემ იაშვილს უხმო და სამტრედიელთა 9 ნომერმა აშკარად გადამწყვეტი როლი ითამაშა თავისი გუნდის გამარჯვებაში, სწორედ იაშვილის იდეალური გადაცემის შემდეგ გაიტანა მეორე გოლი გიორგი გაბედავამ ”მერანის” კარში.

 

 საპასუხო იერიშები ”მერანმა” განახორციელა, ჯერ ქიქავას გადაცემის შემდეგ დათა ციცხვაიამ ვერ დაარტყა ზუსტად კარში, მომდევნო ეპიზოდში კი დებიუტანტი რუხაია ორთაბრძოლის დროს საეჭვოდ წაიქცა სამტრედიელთა საჯარიმოში და სტუმრები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა მატჩის მთავარი არბიტრის აზრით თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია.

 

 62-ე წუთზე ”მერანის” კარის დარაჯმა გიორგი ბეგაშვილმა ითამაშა ჩინებულად, როცა მასთან პირისპირ გასულ გურულს აჯობა.. მომდევნო იერიში სტუმრებმა განახორციელეს, საბა ლომია მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და ფიფიას გადააწოდა ბურთი, ფიფიას დარტყმის შემდეგ სამტრედიელთა მცველს მოხვდა ბურთი და კუთხურზე გადავიდა. 36-ე წუთზე ფონიავას უძლიერესი დარტყმა მუჯრიშვილმა მუშტებით კუთხურზე მოიგერია.

 

 73-ე წუთზე სამტრედიელებმა კურიოზული გოლი გაუშვეს. მათი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ფიფიამ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და კარში დაარტყა ბურთი, მეკარემ რეაქცია ვერ მოასწრო და ანგარიში 2-1 გახდა.

 

 გატანილმა გოლმა “მერანს” იმედი დაუბრუნა - მეტი აქტიურობით შეუტიეს სტუმრებმა მეტოქეს და ორ წუთში ანგარიშიც გაათანაბრეს, გოგი ფიფიას დარტყმის შემდეგ მუჯრიშვილი არადამაჯერებლად დაეუფლა ბურთს და დამატებაზე ყველას წყაროზიამ დაასწრო 2:2. წყაროზიას გატანილი გოლის აღნიშვნა კი ცუდად გამოუვიდა, გოლის გატანის შემდეგ მის მიერ უმისამართოდ დარტყმული ბურთი გულშემატკივრებისკენ წავიდა და ამან ადგილობრივი ქომაგების რისხვა გამოიწვია. წყაროზია მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

 

  სამტრედიელთა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ალექსანდრე იაშვილმა შეასრულა, რადგან შეხვედრის მიწურულს ჯერ ლეონარდოს გაატანინა, შემდეგ კი მის მიერ გამომუშავებული თერთემეტრიანი თავადვე შეასრულა და საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.

 

 22 მაისი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე.

 

 “სამტრედია” (სამტრედია) – “მერანი” (მარტვილი) 4:2 (1:0)

 

 “სამტრედია”: მუჯრიშვილი, ხიზანიშვილი (კაკუბავა, 46), შალიკაშვილი, ბეჭვაია, ბაკურაძე, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი (იაშვილი, 46), გორგიაშვილი, გურული, ლეონარდო, გაბედავა (თ. გრიგალაშვილი, 67).

 

 მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

 

“მერანი”: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, წყაროზია, ფონიავა (რუხაია, 56), ლომია (წურწუმია, 56), ქიქავა, ფიფია, დ. ციცხვაია (კიკნაველიძე, 67).
სათადარიგოები: მამალაძე, ციკოლია, ი. ციცხვაია, ფაილოძე.

 

 მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

 

 გოლები: გურული (31), გაბედავა (48), ფიფია (73), წყაროზია (75), ლეონარდო (82), იაშვილი (86)

 

 გაფრთხილება: გეგია (38), წყაროზია (53)

 

 გაძევება: წყაროზია (79)



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5