1 2 3 4 5
”სამტრედია" VS ”მერანი”

 ერთი ტურიც და საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება. 22 მაისს ჩვენი გუნდი სტუმრად, სამტრედიაში, ადგილობრივ ”სამტრედიას” დაუპირისპირდება.

 ეს შეხვედრა, წინა ტურის მატჩის მსგავსად მხოლოდ პრესტიჟის მატარებელი იქნება ორივე გუნდისთვის, რადგან ჩვენს მეტოქეს ცხრილის ზედა ხუთეულში მოხვედრის შანსი არა აქვს და სამტრედიელებს თასის გათამაშების ფინალზე აქვთ გაკეთებული აქცენტი.

 რაც შეეხება ”მერანს”, მარტვილელებს წინა ტურში სულ ცოტა დააკლდათ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, გორის ”დილა” დაემარცხებინათ და საბოლოოდ ფრეს დაჯერდნენ. ”მერანი” ამ შეხვედრაშიც შეეცდება მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეს და წარმატებული თამაშით დაასრულოს ჩემპიონატი.

 ”სამტრედია” - ”მერანის” მატჩი, სამტრედიაში, ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 22 მაისს 17:00 საათზე გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5