1 2 3 4 5
მალხაზ ჟვანია შტაბთან ერთად წავიდა

    ფოტოზე: ლევან აბაშიძე, გივი დიდავა და მალხაზ ჟვანია

"მერანი"-"ტორპედოს" მატჩის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანიამარტვილურ გუნდს დაემშვიდობა. 

მატჩამდე ცნობილი იყო, რომ ის "მერანს" თავის შტაბთან ერთად დატოვებდა.

"სამწვრთნელო კარიერა "მერანში" დავიწყე და 6 წელია, რაც მარტვილში ვარ. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადა. ზედიზედ სამი წელია, უმაღლესში ვთამაშობთ. 

მივხვდი, რომ პროფესიული ზრდა მჭირდებოდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. მადლობა ყველას, ვისთანაც დაუვიწყარი წლები გავატარე",
 - გვითხრა ჟვანიამ.

37 წლის სპეციალისტთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტმა გივი დიდავამ და მეკარეების მწვრთნელმა ლევან აბაშიძემ. ისინიც, სავარაუდოდ, მუშაობას გააგრძელებენ "დინამო 2-ში", სადაც მთავარ მწვრთნელად ჟვანია დაინიშნა.

სამწვრთნელო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომენტარი "მერანის" მფლობელმაფრიდონ ინჯიამაც გააკეთა:

"მერანის" წარმატებებში მალხაზ ჟვანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ჩვენ თითქმის ერთდროულად მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს, ერთადვე შევძელით გუნდის აღორძინება და უმაღლეს ლიგაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. 

ამისთვის მინდა მას და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული".


"მერანის" ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით ინფორმაციას, სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს გავიგებთ.


 

ბესიკ გვაზავა



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5