1 2 3 4 5
ისევ საბა ლომია!

 

ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული შეხვედრების მიხედვით, ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. არავისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მასში "მერანის" 22 წლის თავდასხმელის, საბა ლომიას მოხვედრა, ეს პატივი მას უკვე მეოთხედ ხვდა წილად.


სიმბოლური ნაკრები სრულად: ლორია, ჩისკო (დინამო თბ), ოდიკაძე, ბერიანიძე, დეკანოიძე,დიღმელაშვილი (ჩიხურა), სალუქვაძე, კვირკველია (დილა), იელიჩი (ზესტაფონი), ბერიაშვილი (ტორპედო), ლომია (მერანი).
მწვრთნელი: ს.ფრუიძე (ჩიხურა)

აქვე გთავაზობთ გაზეთ "ლელოს" წერილს, რომელიც საბა ლომიას ეძღვნება:

გასულ ტურს გამორჩეული პერსონა ჰყავდა: "მერანის" 22 წლის თავდამსხმელმა საბა ლომიამ საგოლე გადაცემაც მიითვალა და, რაც მთავარია, ჰეთ თრიქი შეასრულა! 

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: სეზონის დაწყებიდან დღემდე ეს მხოლოდ მეოთხე შემთხვევა იყო; ანუ საბა ლომიამდე ერთ მატჩში 3 გოლის გატანა ჯაბა დვალმა, ჩისკომ (ორივე - "დინამო", თბილისი) და მიხეილ ჯორბენაძემ ("დინამო", ბათუმი) მოახერხეს. 

თუმცა, ისევ ლომიას დავუბრუნდეთ, რომელიც "მერანში" ამ სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და დღესდღეობით მარტვილელთა საუკეთესო ბომბარდირია. ეგ კი არა, ახალგაზრდა ფორვარდი 11 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილამდე აღზევდა და მხოლოდ და მხოლოდ მართლაც გამორჩეულ გოლეადორებს, ჩისკოსა და დვალს ჩამორჩება.

...საბა ლომიას მართლაც შედეგიანი სერია აქვს: ზედიზედ ხუთი მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, თანაც, ახლა თუ ჰეთ თრიქი შეასრულა, წინა ტურში დუბლი გაახერხა!

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5