1 2 3 4 5
კოლხეთი-მერანი 0:1

საბა ლომია "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა


სრულიად ნორმალური და გასაგები იყო, ფოთელი გულშემატკივრები პირველ გამარჯვებას მარტვილის "მერანთან" საშინაო დაპირისპირებაში რომ ელოდნენ. 

სად, თუ არა ერთ-ერთ კონკურენტთან საკუთარ კედლებში გასამართ მატჩში, უნდა ჰქონოდათ "კოლხეთის" ქომაგებს სამი ქულის მოპოვების იმედი?! თანაც, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მერანს" სტუმრად თამაში უჭირს.

თუმცა პროგნოზები არ გამართლდა და ფოთელებმა მორიგი იმედგაცრუება იწვნიეს. "კოლხეთმა" ვერც "მერანთან" შეძლო მიზნის მიღწევა და ცხრილის ბოლო ადგილზე მისი პოზიციები საკმაოდ უიმედოდ გამოიყურება. 

თუ ზღვისპირელებმა თამაშის ხარისხი სასწრაფოდ არ გამოასწორეს, უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ.

"მერანმა" კი, რომელიც აქამდე შინ იმარჯვებდა და სტუმრად მარცხდებოდა, "ტრადიცია" ბოლო ორ ტურში დაარღვია - ჯერ მარტვილში დამარცხდა "ზუგდიდთან", ახლა კი პირველი საგარეო გამარჯვება იზეიმა. აქამდე 
მალხაზ ჟვანიას გუნდს სტუმრად ქულაც კი არ ჰქონდა მოპოვებული.

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5