1 2 3 4 5
გამარჯვება სილას გოლით! მერანი 1:0 სიონი

 

  კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის გამოტოვებული მატჩი მერანმა საკუთარ კედლებში გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლნისის სიონი გახლდათ. გია გიგატაძის დამოძღვრილები დიდი დანაკლისით დაუხვდნენ ბოლნისურ გუნდს, სხვადასხვა მიზეზებით, ნიკა შალამბერიძე, ვაჟა ქიქავა, თეიმურაზ შარაშენიძე, გაბრიელ საღრიშვილი, დათა წულაია და ამირან როხვაძე ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს.

 

 მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის რეალური ეპიზოდები, თუმცა მერანმა უკეთესად გამოიყენა თავისი შანსი და შეხვედრის 36-ე წუთზე მერანის მალელმა ლეგიონერმა, სილამ მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა და შორეული დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა სიონის კარში - 1:0.

 

 მეორე ნახევარში სიონი დიდი ძალებით წავიდა წინ და თამაშის გადარჩენა სცადა და საკმაოდ სახიფათოდ უტევდა, თუმცა მერანმა უშეცდომოდ ითამაშა და კონტრიერიშებზე რომ გამოეყენებინათ მასპინძლებს ხელსაყრელი მომენტები უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ გამარჯვება.

 

 საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მერანი მომდევნო ტურის მატჩს 29 ნოემბერს ისევ საკუთარ არენაზე ითამაშებს, მეტოქე გაგრა იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5