1 2 3 4 5
მეგრული“ დერბი ზედაეწერში: „ზუგდიდი“ VS “მერანი“

    ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრე მეგრული დერბით დასრულდება. 21 სექტემბერს, „მერანი“ ზუგდიდში ჩავა და მორიგი სამი ქულისთვის იბრძოლებს. სატურნირო ცხრილის ლიდერს ნებისმიერ მატჩში მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს მთავარი მიზნის მისაღწევად და გამონაკლისი არც ხვალინდელი დუელი იქნება.

 

 წინა ტურის შეხვედრა მახვილაძის გუნდმა მარტვილში ჩაატარა და უშანსოდ, 4:1 დააამარცხა „სამგურალი“. გოლები წყალტუბოელთა კარში, სერგეი ტრეტიაკმა, ვანო კურდღელაშვილმა, რაფაელ ჩუკურამ და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს. 26 ტურის შემდეგ, ჩვენი გუნდის ყულაბაში 59 ქულაა.

 

 რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა მოწინააღმდეგე გუნდის ბანაკში. მართალია ბოლო ადგილს თავი დააღწიეს ზუგდიდელებმა, თუმცა კვლავ სახიფათო ზონაში არიან და თითოეულ ქულას მათთვისაც ოქროს ფასი აქვს. „ზუგდიდმა“ ბოლო ტურის მატჩი „ცხინვალთან“ წააგო სტუმრად 0-3. ჩვენი მეტოქე სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

 

ურთიერთშეხვედრები
„ზუგდიდის“ და „მერანის“ გზები სულ 12-ჯერ გადაიკვეთა. აქიდან 4 მატჩი „მერანმა“ მოიგო, 5-ჯერ "ზუგდიდმა" გაიმარჯვა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 

დანაკლისი
მეგრული კლუბების დაპირისპირებას, დისკვალიფიკაციის გამო არცერთი გუნდის ფეხბურთელი არ გამოტოვებს.

 

„ზუგდიდი“ – „მერანის“ მატჩი, ზედაეწერში 21 სექტმებერს 16:30 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5