1 2 3 4 5
ღირსეული სამი ქულა და კურდღელაშვილის შოუ "ფოლადზე!"

 ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩში "ცხინვალმა" მარტვილის "მერანს" რუსთავში "უმასპინძლა". წინა ტურში ორივე გუნდს ფრე ჰქონდა ნათამაშევი და გამარჯვების წყურვილი და მოტივაცია განსაკუთრებული გახლდათ დღევანდელ შეხვედრაში გუნდების მხრიდან.

 

 მატჩი კი საკმაოდ ხისტი გამოდგა და მაღალ ტემპში დაიწყო. ფეხბურთელები უხეშობას არ ერიდებოდნენ და არსენ ნონიკაშვილს მე-11 წუთზე დასჭირდა ჯიბიდან ყვითელი ბარათის ამოღება, არბიტრმა წივწივაძე გააფრთხილა. მარტვილელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობდა.

 

 მე-16 წუთზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვანო კურდღელაშვილის გადაცემის შემდეგ, "მერანის" უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ტრეტიაკმა ერთი შეხებით, ზუსტი დარტყმით მელნიჩენკოს კარის ბადე შეარხია.

 

 25-ე წუთზე აკაკი შულაიას პასით რევაზ ბარაბაძე ურტყამდა თავით არაზუსტად.

 

 48-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილმა "ცხინვალის" საჯარიმო ხაზთან ცრუ მოძრაობით ორი მეურვე ჩამოიშორა,მარჯვენათი მოჭრილი დაარტყა და ცხრიანში გაახვია ბურთი.

 

 55-ე წუთზე ისევ "მერანის" "ათიანი" მოექცა ყურადღების ცენტრში, ამჯერად, "ცხინვალის" საჯარიმოში შესულმა კურდღელაშვილმა დაბალ კუთეში გაუტანა მელნიჩეკოს და დუბლი გაიფორმა.

 

 3-0-ის შემდეგ, მატჩის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო და "მერანელები" ოდნავ მოეშვნენ. მეტოქე გააქტიურდა და მეორე ტაიმის შუა წელში საკმაოდ მწვავედ შეუტიეს მოწინააღმდეგეს "ცხინვალის" ფეხბურთელებმა, რასაც გოლი მოჰყვა. 67-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი 1-3.

 

 68-ე წუთზე მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო "მერანს". კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, რევაზ ბარაბაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, "მერანის" შემტევმა ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა კიპერს, თუმცა მეკარემ ითამაშა კარგად.

 

 გოლის გატანა შეეძლო შეცვლაზე შემოსულ შოთა ჯიქიასაც, რომელიც ერთი-ერთზე იყო მეკარესთან, ამჯერადაც დამაჯერებელი იყო "ცხინვალის" კიპერი.

 

 ამრიგად "მერანმა" დამსახურებული ქულა მოიპოვა მეორე ტურის მატჩში და ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე 4 ქულით მეორე პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დღევანდელ შეხვედრას გიორგი მიქაძის გუნდი სამი წამაყვანი მოთამაშის გარეშე შეხვდა. გიორგი გეგია, რევაზ გეწაძე და ლაშა ჩალაძე ამ თამაშშიც ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს ტრავმის გამო.

 

 "მერანი" მესამე ტურის მატჩს მარტვილში გამართავს 19 მარტს, ტყიბულის "მეშახტეს" წინააღმდეგ. მანამდე კი 15 მარტს, მარტვილელები ისევ რუსთავს ესტუმრებიან და ამჯერად ადგილობრივ "რუსთავს" დაუპირისპირდებიან დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალში.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5