1 2 3 4 5
ჭაბუკების ფრე "სამტრედიასთან"

      2 სექტემბერს, ჭაბუკთა ლიგის გათამაშება აიღებს სტარტს. სადაც მარტვილის "მერანის" ორი ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას U15 და U17.

 

 მანამდე კი "მერანის" ჭაბუკთა ლიგის გუნდები მოსამზადებელ ეტაპს გადიან. დღეს, "მერანის" U15 გუნდის ფეხბურთელებმა სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

 შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი გიორგი საჯაიას დუბლით ორი ბურთის სხვაობით ამარცხებდა "მერანის" ასაკობრივი გუნდი მეტოქეს, თუმცა სტუმართაგანაც დუბლით მეფარიშვილი გამოირჩა და ამხანაგური მატჩი ამხანაგური ანგარიშით 2-2 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორე გოლის დროს, საგოლე გადაცემა ჩვენი გუნდის ახალწვეულმა საბა კანკაძემ გააკეთა, რომელმაც სადებიუტო მატჩში კარგად წარმოაჩინა თავი და მთავარი მწვრთნელის მოწონებაც დაიმსახურა.

 

 როგორც თავში ვახსენეთ, ჭაბუკთა ლიგის გათამაშება 2 სექტემბერს დაიწყება და პირველ ტურში ჩვენი გუნდები, ზუგდიდის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდებიან მარტვილში.

 

 27 აგვისტო. 11:00. მარტვილი. ამხანაგური მატჩი

 

 "მერანი" U15 - "სამტრედია" U15 2-2

 

  გოლები: 1-0, 2-0 საჯაია, 1-1, 2-2 მეფარიშვილი

 

 "მერანი" U15: გვილავა, კარანაძე, გაბელია, ჯიჯელავა, წოწორია, თოლორდავა, ახალაია, კვანტალიანი, საჯაია, კანკაძე, ლაშქარავა.

 

 სათადარიგო: სურმავა, ოდიშარია, წოწონავა, დანელია, სანაია.

 

 მთავარი მწვრთნელი: ალიკა კალანდია



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5