1 2 3 4 5
ბრძოლა ახალი შემართებით - ჩემპიონატზე და თასზე „მერანის“ მეტოქეები ცნობილია

თეთრი ჯგუფი - მიზანი ლიდერობა!

 უკვე ვიცით, რომ წილისყრის შედეგად, ისევე როგორც უმაღლესი ლიგის გუნდები, პირველ ლიგაშიც კლუბები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. თეთრ ჯგუფში მოხვდა მარტვილის „მერანი“, რომლის მთავარი მიზანი ამ ჯგუფის ლიდერობა იქნება. (ჯგუფში 1 და 2 ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გადავლენ პრო-2 ლიგაში, მე-7, მე-8 და მე-9 ადგილს ვინც დაიკავებს, ქვედა ლიგაში გადაინაცვლებს, დანარჩენ გუნდებს კი პლეიოფის პრინციპით მოუწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის). ე.წ. თეთრ ჯგუფში "მერანთან" ერთად იქნებიან შემდეგი გუნდები: "ლიახვი" (ცხინვალი), "რუსთავი" (რუსთავი), "კოლხეთი" (ხობი), "ჩხერიმელა" (ხარაგაული), "იმერეთი" (ხონი), "მარკ სტარი" (თბილისი), "მეშახტე" (ტყიბული) და "სამგურალი" (წყალტუბო).

გარდა "მერანის" პირადი ამბიციისა, თუ რატომ უნდა იყოს ჯგუფის სათავეში ჩვენი გუნდი გარდამავალი ჩემპიონატის მიწურულს, ეს უკვე განვმარტეთ, ასე, რომ საინტერესო, დაძაბული ჩემპიონატი გველოდება ახალი მიზნებით და ახალი შემართებით.
პირველი ლიგის ჩემპიონატი 19 აგვისტოს დაიწყება და „მერანი“ თავის პირველ შეხვედრას მარტვილში ჩაატარებს ტყიბულის "მეშახტეს" წინააღმდეგ.

 

შეხვედრა ახლო წარსულთან , თასზე „დინამო“ ბათუმთან!

დარწმუნებული ვარ, როგორც კი საქართველოს თასის წილისყრის შედეგები გამოქვეყნდა, მარტვილის „მერანის“ გულშემატკივრების დიდ ნაწილს მწარედ ჩაეღიმებოდა და რევანშის აღების წყურვილით დროის ათვლას დაიწყებდა. საქმე იმაშია, რომ გასული ჩემპიონატის ბოლო ტურში სწორედ „დინამო“ ბათუმთან დაფიქსირებული საყაიმო შედეგი გახდა, "მერანის" უმაღლესიდან გავარდნის მიზეზი. მართალია „დინამოსთვის“ ამ შეხვედრის შედეგს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა გუნდმა სპორტული პრინციპი დაიცვა (რაც ასეც უნდა ხდებოდეს), უბრალოდ „მერანის“ ქომაგებისთვის ამ გუნდთან დაპირისპირებას განსაკუთრებული მოტივაცია და ინტერესი, რომ იქნება ეს ცხადია.
თასი ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ დავით ყიფიანის თასის გათამაშება 25 აგვისტოს დაიწყება და წინა ფორმატისგან განსხვავებით ერთ მატჩიანი იქნება. პირველ შეხვედრას "მერანი" მარტვილში ჩაატარებს ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ და ამ შეხვედრაში გაირკვევა მომდევნო ტურში გადამსვლელი გუნდის ბედი.

 

რესურსი
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ „მერანის“ ხელმძღვანელობამ კლუბის პირველ ლიგაში დაქვეითების შემდეგ, კი არ დაასუსტა გუნდის შემადგენლობა, პირიქით, ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, საგრძნობლად გააძლიერა და ჯერ კიდევ აპირებს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას. გარდა ამისა, იგეგმება შეკრება უცხოეთში და სხვა მრავალი სიახლე, რასაც ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ.

 

ახალი მთავარი მწვრთნელი
"მერანს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 36 წლის სპეციალისტი - გიორგი მიქაძე, რომელსაც ადრე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელად უმუშავია, დიდი გამოწვევის წინაშეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ "მერანის" ახალი დამრიგებელი გუნდში თავის ხელწერას შექმნის და ხელმძღვანელობის და გულშემატკივრების ნდობას გაამართლებს.

 

გულშემატკივარი
გიორგი მიქაძემ ფეხბურთელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ, პირველი რაც ისურვა ადგილობრივ გულშემატკივართან შეხვედრა იყო. რაც უახლოეს დღეებში მოეწყობა. "მერანი" თავის ერთგულ გულშემატკივარს არასდროს მიუტოვებია და ახალი გამოწვევებით და ახალი შემართებით ისევ რომ გაამხნევებენ მარტვილელები თავიანთ საყვარელ გუნდს და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ერთად, რომ ვიზეიმებთ ამის გვჯერა.

 

მოკლედ, რომ თქვათ, წილი ნაყარია, ამოცანის არსი ვიცით, ახლა ჯერი "მერანზეა", ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ ღირსეულად ვიასპარეზებთ ჩემპიონატში და რამდენად სწრაფად შევძლებთ ამ ამოცანის შესრულებას.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს! 
ჩვენ ვართ "მერანი"!



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5