1 2 3 4 5
ჩემპიონატის წილისყრა ორშაბათს გაიმართება

    ორშაბათს 13 ივნისს 14 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართება.

 

 გუნდების ქვეჯგუფებში გადანაწილება წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდება. მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ისევე როგორც მესამე და მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მეშვიდე და მერვე და ა.შ. ადგილოსნები განითესებიან სხვადასხვა ჯგუფში. ამასთანავე წილისყრისას გუნდები თავად აირჩევენ, როგორც ქვეჯგუფს, ისე საკუთარ ნომერს კალენდარში.

 

 16 საათზე იგივე პროცედურით ჩატარდება წილისყრა პირველ ლიგაშიც, სადაც ქვეჯგუფებში 9-9 გუნდი იქნება.

 

სფფ



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5