1 2 3 4 5
ჭაბუკთა ლიგის გუნდებმა რუხში ითამაშეს

      მარტვილის "მერანის" და ზუგდიდის ჭაბუკთა გუნდები ერთმანეთს რუხის სტადიონზე დაუპირისპირდნენ, სტადიონი ვახსენეთ და ძნელია იმ ადგილს სტადიონი ვუწოდოთ სადაც ისეთი ტალახი იყო, ფეხბურთელებს სირბილი კი არა გადაადგილება უჭირდათ, ტექნიკურ, კომბინაციურ თამაშზე ზედმეტია საუბარი.

 

 რაც შეეხება შეხვედრებს, U-17 წლამდელთა დაპირისპირება ფრე 2-2 დასრულდა, არადა ცოტნე მონიავას გუნდმა ტაიმი 2-0 მოიგო და სრული უპირატესობა ჰქონდათ მარტვილელებს, თუმცა მეორე ნახევარში "მერანელების" შეცდომით ისარგებლეს მასპინძლებმა და ჯერ მინმუმამდე შეამცირეს ანგარიშის სხვაობა, მატჩის მიწურულს კი ქულის მომტანი გოლი გაიტანეს.

"მერანი" ცოტნე ხელაიამ მე-9 წუთზე დააწინაურა, მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, გაგა გაზდელიანის ზუსტი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა ხელაია და მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა ზუგდიდელთა კიპერს. ცოტნეს შემდეგ, მისი ძმის, ონისეს ჯერიც დადგა, ონისე ხელაიამ "ზუგდიდის" საჯარიმოში მიიღო ბურთი და ახლო მანძილიდან ორამდე გაზარდა ანგარიში.

 

 შეხვედრის ბოლო წუთზე თეიმურაზ ჩხეტიას შეეძლო გამარჯვების გოლი გაეტანა, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ სანტიმეტრებში აცდა ბურთი კარს.

 

 "მერანის" U-17 წლამდელთა გუნდის შემადგენლობა: ჟიშკარიანი, ჯ. პერტაია, ანთია, ჩხეტია, ქვარცხავა, ც. ხელაია, ჯიჯელავა, გაზდელიანი, გიორბელიძე, ო. ხელაია, ლუკავა.

 

 შეცვლაზე შევიდნენ: პერტაია, ქაჯაია, გვაზავა, კაკულია, კალანდია.

 

 მთავარი მწვრთნელი: ცოტნე მონიავა

 

 წარუმატებელი გამოდგა U-15 წლამდელებისთვის დღევანდელი მატჩი. მარტვილელ ფეხბურთელებს მონდომება და შრომა არ დაუკლიათ აღნიშნულ შეხვედრაში, მაგრამ მასპინძლებმა შექმნილი სახიფთო მომენტებიდან ორი ზუსტად გამოიყენეს და შეხვედრა ზუგდიდელების გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

 

 "მერანის" U-15 წლამდელთა გუნდის შემადგენლობა: გვილავა, საჯაია, ჯიჯელავა, ბოკუჩავა, ვეკუა, ლომთაძე, თოლორდავა, თოდუა, შოშიაშვილი, ლაშქარავა, სურმავა.

 

 შეცვლაზე შვიდნენ: ნაჭყებია, ჩაკვეტაძე, ხორავა, გრიგალავა.

 

 მთავარი მწვრთნელი: ჯესი სურმავა

 

 ჭაბუკთა ლიგის გუნდები თავიანთ მომდევნო შეხვედრებს 1 აპრილს, მარტვილში გამართავენ, მარტვილელები ფოთელ თანატოლებს გაეჯიბრებიან.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5