1 2 3 4 5
საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" ქველმოქმედებაში ჩაერთო

    დღეს, "მერანის" ხელმძღვანელობა, კლუბის დირექტორი, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და საქველმოქმედო ფონდ "თანადგომა 2014" -ის ხელმძღვანელი, სოფელ დიდ ჭყონში, სოციალურად დაუცველ ავთანდილ კორთხონჯიას მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და სურსათ-სანოვაგე მიუტანეს.

 

 ძალიან დიდი სითბო და სიხარული შეიტანეს "მერანელებმა" კორთხონჯიების ოჯახში, რომელსაც დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი და გაუსაძლის პირობებში უწევს დღესაც ცხოვრება.

 

 "მერანის" ფეხბურთელების თქმით, ამიერიდან, მათი მხრიდან ქველმოქმედება სისტემურ ხასიათს მიიღებს და საქველმოქმედო ფონდ "თანადგომა 2014" -თან ერთად, ყოველთვიურად დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეძლებისდაგვარად. რაც, დამეთანხმებით სამაგალითო საქციელია.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5