1 2 3 4 5
"მერანი" - "იანგ ბოიზი" (სარეზერვო გუნდი) 1-1

    მარტვილის "მერანმა" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სიდეში და ამით თურქული შეკრება დაასრულა. ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტოქე კი სხვა გუნდებისგან გამორჩეული იყო. "იანგ ბოიზის" 21 წლამდე გუნდის წინააღმდეგ "მერანს" საკადრო პრობლემებით მოუწია ასპარეზობა. სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ: ბენჟამენ ტეიდი, აკაკი წყაროზია, გაგა გაზდელიანი, ვასიკო კენჩხაძე. ტეიდს ვიზის გამო შეექმნა პრობლემა და დროებით "ცხინვალში" ვარჯიშობს, დანარჩენ ფეხბურთელებს კი მცირე ტრამვები აწუხებდათ.

 

 მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევრაში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ტაიმი ფრე 0-0 დასრულდა.

 

 მეორე ტაიმში "იანგ ბოიზი" დაწინაურდა, თუმცა "მერანის" ახალწვეულმა ნიკოლოზ საბანაძემ სწრაფადვე გაათანაბრა ანგარიში 1-1. სხვათაშორის წინა შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი საბანაძემ სადებიუტო გოლით . "მერანელი" მატჩის დასრულებამდე შეიძლებოდა გამარჯვების გოლის ავტორი გამხდარიყო, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შემდეგში, როგორც აღმოჩნდა მთავარი არბიტრი შეცდა აღნიშნულ ეპიზოდში.

 

 მეორე ნახევარში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ მარტვილელებსაც, თუმცა საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი ფრე 1-1 დასრულდა.

 

 ჩვენი გუნდი 11 თებერვალს დაბრუნდება საქართველოში.

 

9 თებერვალი. 17:00. სიდე. ამხანაგური მატჩი


"მერანი" - "იანგ ბოიზი" (სარეზერვო გუნდი) 1-1


გოლი: საბანაძე


"მერანი": მამალაძე. მელიავა (რუხაია), გიორგაძე, ორბელაძე (ი.ციცხვაია, გეგია, ხაბელაშვილი (ჯღამაია), ჯიქია, გოგუაძე (გოგოლიძე), კიკნაველიძე, ჩიმაკაძე (აშორტია), საბანაძე.


მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5