1 2 3 4 5
მეორე ტური დაიწყო

 ეროვნული ჩემპიონატის, მეორე ტურის ორი მატჩი დასრულდა. გორის ”დილამ” საკუთარ მოედანზე ფრე 1-1 ითამაშა ბათუმის ”დინამოსთან”. გორელებმა პირველი ნახევარი ოთარ მარცვალაძის გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ბერიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი საბოლოოდ 1-1 დასრულდა.

 

 რაც შეეხება მეორე შეხვედრას, თბილისის ”ლოკომოტივი” თბილისის ”დინამოსთან” დამარცხდა დიდი ანგარიშით. ამ შეხვედრაშიც მასპინძლები დაწინაურდნენ თავდაპირველად დიასამიძის გოლით, მაგრამ ”დინამომ” სწრაფადვე შესძლო ანგარიშის გათანაბრება და დამაჯერებელი ანგარიშით 1-4 მოიგეს ”დინამოელებმა”. გოლები ”დინამოს” მხრიდან, თევზაძემ, ცინცაძემ (პენ), ჯიღაურმა და ჭელიძემ გაიტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი უბერებელი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ.

 

 მეორე ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ გაიმართება. ჩვენი გუნდი, ხვალ მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ”ცხინვალს” დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. წარმატებები ”მერანს”.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5