1 2 3 4 5
დინამო 3:1 მერანი

19.12. დინამო არენა

დინამო 3:1 მერანი

გოლები: 1:0 ჩისკო (9), 2:0 მერებაშვილი (45+1), 3:0 დვალი (70), 3:1 ტორონჯაძე (76).

90-ე წუთზე გივი დიდავამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

დინამო: ლორია, გველესიანი (გლიშიჩი 81’), რეხვიაშვილი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, კვეკვესკირი (კოტო 74’), მერებაშვილი, ალვარო (ხოჭოლავა 90’), ჩისკო, დვალი

მწვრთნელი: მ.ჟვანია

მერანი: შეროზია, იობაშვილი, მელიავა, დიდავა, ნოზაძე (ამბროლაძე 76’), ლომია (ტორონჯაძე 68’), კუჭუხიძე, ბუკია, ქარქუზაშვილი, გეგეჭკორი, ფონიავა

მწვრთნელი: დ.უჰრინი

არბიტრი: თ.გვანცელაძე

იმის მიუხედავად, რომ თბილისში უკანასკნელ დღეებში ფაქტობრივად გადაუღებლად თოვდა, "დინამოსა" და "მერანის" შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" მაინც შედგა. ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი პერსონალის დამსახურებაა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თამაში ძალიან დაძაბულად წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მე-9 წუთზე ანგარიში დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა, ამჯერად გოლის ავტორი 70-ე წუთზე ჯაბა დვალი გახდა. 

მარტვილელები ამის შემდეგ დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მალე გოლის გატანაც შეძლეს. 75-ე წუთზე დინამოელთა კარი შეცვლაზე შემოსულმა მამუკა ტორონჯაძემ დალაშქრა.
სხვათა შორის, "მერანს" კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ხან დინამოელთა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც სტუმრები სცოდავდნენ. უფრო მეტიც: ჩვენდა სამწუხაროდ, გამოცდილმა გივი დიდავამ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. 

მატჩის შემდეგ:

არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): პირველ რიგში მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარ კარში გოლები უწყინარ სიტუაციაში მივიღეთ. რაც შეეხება მატჩს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთპიროვნულ ლიდერს ვეთამაშებოდით, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად რომ გვეთამაშა, მატჩი სხვა ანგარიშით დასრულდებოდა. რეალიზაციის მხრივ მეტი გვაქვს სამუშაო. დინამოელებს წარმატებას ვუსურვებ.

დუშან უჰრინი (დინამო თბ): დღევანდელი თამაშის წინ ბევრ დაბრკოლებას წავაწყდით. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული შეხვდა ამ მატჩს. თუმცა დაპირისპირების წინ პრობლემის გადაჭრა მოვახერხეთ. უამინდობის გამო, "მერანთან" შეხვედრამდე, ოთხი დღეა სრულფასოვანი ვარჯიში არ გვქონია. დღეს ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად კვეკვესკირმა და გველესიანმა ითამაშეს, თანაც დამაჯერებლად. წინ წლის ბოლო შეხვედრა გველის ზესტაფონთან. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.


პრესსამსახური
(ფოტოზე: ტორონჯაძის გოლი)



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5