1 2 3 4 5
ერთად ვუგულშემატკივროთ მერანს!

ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრას მარტვილის "მერანი" სტუმრად თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩი 19 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება და მას მოემსახურება მსაჯთა შემდეგი ბრიგადა: თ.გვანცელაძე (მთავარი არბიტრი), ბ.ჭიჭინაძე და დ.ჩიგოგიძე (ლაინსმენები), ხოლო სათადარიგო არბიტრი გ.ყრუაშვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ არსებობის მანძილზე ეს გუნდები სულ ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან, "მერანმა" ერთი მოიგო, სამი წააგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. სხვათა შორის ეს შარშან, სწორედ "დინამო არენაზე" მოხდა. 


ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოელები უახლოეს მდევართან სხვაობის გაზრდას შეეცდებიან, ექვსეულს მიღმა დარჩენილი მარტვილის "მერანი" კი უმაღლესი ლიგის დარჩენილ შეხვედრებში მეორე ეტაპისთვის მოემზადება. 

აღნიშნულ პაექრობას დისკვალიფიკაციის გამო ირაკლი ძარია გამოტოვებს, სხვა მხრივ კი თბილისელებს არავითარი საკადრო პრობლემები არ აქვთ. 

ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ "მერანს".

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5