1 2 3 4 5
ჭაბუკთა ლიგა იწყება!

      ხვალ, 14 მარტს, ჭაბუკთა ლიგის გათამაშება აიღებს სტარტს. მარტვილის "მერანის" 19-წლამდელთა გუნდი სეზონის გახსნით შეხვედრაში ტყიბულის "მეშახტეს" ასაკობრივ გუნდს უმასპინძლებს.

ცოტნე მონიავას გუნდში რამდენიმე ახალწვეულია. "მერანის" ჭაბუკი ფეხბურთელები ამ მატჩამდე მარტვილში მოემზადნენ და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც გამართეს.

 რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებას, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და იმედი ვიქონიოთ "მერანის" ახალგაზრდული გუნდი გამარჯვებით დაიწყებს ჩემპიონატს.

 

 "მერანი" (U19) - "მეშახტეს" (U19) მატჩი მარტვილში, "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

 

 14 მარტს მოდი სტადიონზე და უგულშემატკივრე "მერანის" ხვალინდელ დღეს



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5