1 2 3 4 5
"მერანი" პროლიგა2-ს მიუახლოვდა

 პლეი-აუტის ფინალური, პირველი ეტაპის მატჩში, დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 დაამარცხა მარტვილის "მერანმა" "ბორჯომი" და დიდი ნაბიჯი გადადგა პროლიგა2-ში გადასასვლელად.

 

 შეხვედრა მარტვილელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და დაცვაში ჩამჯდარ მეტოქეს პირველ ნახევარში დიდად არ შეუწუხებია დავით კუპატაძე.

 

 21-ე წუთზე ლაშა ჩალაძის ზუსტი პასის შემდეგ, "მერანის ფორვარდმა ნიკა საბანაძემ დააწინაურა თავისი გუნდი 1-0.

 

 მეორე ნახევარში რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს მარტვილელებმა, მაგრამ მეორე გოლი შეხვედრის მიწურულს გავიდა. 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა შოთა ჯიქიამ, ზვიად ქანთარიას კარგი გადაცემის შემდეგ უშანსოდ დატოვა "ბორჯომის" კიპერი 2-0.

 

 საბოლოოდ მატჩი "მერანის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა და განმეორებითი შეხვედრის წინ, რომელიც 9 დეკემბერს ბორჯომში გაიმართება, კარგი უპირატესობა მოიპოვა ჩვენმა გუნდმა.

 

 როგორც მოგეხსენებათ პლეი-აუტის ამ ეტაპიდან გასული გუნდი მომავალი წლიდან ლიგაპრო2-ში ითამაშებს და უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს. ასე, რომ გიორგი მიქაძის გუნდი ძალიან ახლოსაა დასახული მიზნის მიღწევასთან და სეზონის წარმატებულად დასრულებასთან.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5