1 2 3 4 5
ტური III: ლოკომოტივი - მერანი 1:0

 

   მარტვილის „მერანისთვის“ მესამე ტურის მატჩიც წარუმატებელი გამოდგა.

 

 ჭყონდიდელებმა თბილისში „ილია კოკაიას“ სახელობის სტადიონზე „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ შეხვედრა კარგად დაიწყეს და სახიფათო ეპიზოდებიც შექმნეს მეტოქე გუნდის კართან, თუმცა ტაიმის მიწურულს კაცნაკლულები დარჩნენ (ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო, მეგრული გუნდის ცენტრალურ მცველს, ლუკა ელბაქიძეს ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება) და ამან თავისი კორექტივები შეიტანა თამაშის დარჩენილ დროში.

 

 66-ე წუთზე მასპინძელთაგან ვანო შერმადინმა ანგარიში გახსნა. სტუმრებს შეეძლოთ თამაშის გადარჩენა, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა „ლოკოს“ კარში და ყველაფერი „მერანელებზე“ იყო დამოკიდებული, თუმცა ლევან წოწონავას დარტყმული თერთმეტმეტრნი სოსო კოპალიანმა გაანეიტრალა და მატჩი ნომინალური მასპინძლების გამარჯვებით -1:0 დასრულდა.

 

 „მერანი“  ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის შეხვედრას 19 მარტს საკუთარ მოედანზე გამართავს. მეტოქე საგარეჯოს „გარეჯი“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) 15 38
კოლხეთი 1913 (ფოთი) 15 28
სიონი (ბოლნისი) 15 26
კოლხეთი (ხობი) 15 26
სპაერი (თბილისი) 15 24
დინამო 2 (თბილისი) 15 22
მერანი (მარტვილი) 15 15
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 15 15
მერანი (თბილისი) 15 11
ლოკომოტივი (თბილისი) 15 6