1 2 3 4 5
ზედიზედ მესამე გამარჯვება! „მერანმა“ „გარეჯთან“ დააქამბექა

 

 

         ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში წარმატებული მატჩების სერიას აგრძელებს მარტვილის „მერანი“. ჭყონდიდელებმა ბოლო სამ ტურში 9 ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას დამაჯერებლად იკავებენ.

 

 დღეს,  „გარეჯის“ წინააღმდეგ მატჩი ვარლამ კილასონიას გაწრთვნილების კარნახით მიმდინარეობდა და ძირითადად ისინი ქმნიდნენ მწვავე მომენტებს, მაგრამ ანგარიში საგარეჯოელებმა გახსნეს. შეხვედრის 36-ე წუთზე „ექს-მერანელი“ პაიმის კარგი პასის შემდეგ, გიორგი ხარებაშვილი გავიდა კარგ პოზიციაზე და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 0:1.

 

 მეორე ტაიმის საწყის წუთებში „მერანი“ დიდი ძალებით იყო წინ წასული და კონტრ-იერიში მიიღო, რა დროსაც პირველი გოლის ავტორის, ხარებაშვილის დარტყმული ბურთი უკუაგდო მეკარე დავით ასათიანმა, თუმცა დამატებაზე ნიკოლოზ გალახვარიძემ დაასწრო ყველას და უფრო სოლიდური გახადა ანგარიში – 0:2.

 

 მეგრული კლუბის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაშის შემობრუნება ურთულესი ამოცანა სჩანდა, ეს მათ შესძლეს. იყოჩაღეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმაც, რადგან ლევან წოწონავამ შეცვლაზე შესული დავით ლომთაძის მიერ კუთხურის ალამიდან ჩამოწოდებული ბურთი გადაგზავნა ერთი შეხებით, აუღებელი დარტყმით სეფიაშვილის კარში , შეიკნე სილამ კი ასევე შეცვლაზე შესული ცოტნე ფაცაციას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ითამაშა თავით იდეალურად - 2:2.

 

 წონასწორობის აღდგენის შემდეგ, თამაშის შინაარსიდან გამომდინარე იგრძნობოდა, რომ „მერანი“ გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებდა და ასეც მოხდა. 90+2 წუთზე ლაშა ჩალაძის პასით პაპუნა ფონიავამ თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2.

 

 ჭყონდიდელები მომდევნო ტურის მატჩსაც საკუთარ არენაზე გამართავენ. 10 სექტემბერს „მერანი“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 27 57
სპაერი (თბილისი) 27 48
სამტრედია 27 45
მერანი (მარტვილი) 27 39
გარეჯი (საგარეჯო) 27 36
მერანი (თბილისი) 27 34
რუსთავი (რუსთავი) 27 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 27 21