სანაკრებო პაუზის შემდეგ, მარტვილის „მერანმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-15 ტურის შეხვედრა გამართა.
„ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე უხვგოლიანი მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
სამტრედიელები პირველი ტაიმის მიწურულს ზურაბ ღირდალაძემ დააწინაურა „ექს-მერანელი“ ბაქარ ლაღაძის საგოლე გადაცემით - 1:0.
48-ე წუთზე დათო კირკიტაძემ ორამდე გაზარდა ანგარიში. 86-ე წუთზე კი მასპინძელთა კამერუნელმა ლეგიონერმა, ჩამბამ მესამედ აიღო „მერანის“ კარის.
ჭყონდიდელებმა პრესტიჟის გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე გაიტანეს. დათა წულაიას პასის შემდეგ, მალხაზ გაგოშიძემ თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
„მერანი“ მომდევნო ტურის შეხვედრას 21 ივნისს ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ გამართავს. ტურის ცენტრალური მატჩი მარტვილში 18:00 საათზე დაიწყება.
შუქურა (ქობულეთი) | 14 | 32 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 14 | 22 |
სპაერი (თბილისი) | 14 | 22 | |
მერანი (თბილისი) | 14 | 21 | |
სამტრედია | 14 | 20 | |
გარეჯი (საგარეჯო) | 14 | 14 | |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 14 | 11 | |
რუსთავი (რუსთავი) | 14 | 10 |