1 2 3 4 5
გამარჯვება მასოაბის და წულაიას „დუბლით“

 

  მარტვილის „მერანმა“ მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

  ჭყონდიდელების მეტოქე თბილისური „მერანი“ გახლდათ, რომელიც სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ იოლი მატჩი არ იქნებოდა, თუმცა მასპინძლებს მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების ნახევრის რეალიზება მაინც რომ მოეხდინათ, უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ.

 

  „მერანების“ დუელში მეგრული „მერანის“ ფავორიტობა შეიკნე სილას დაბრუნებამ კიდევ უფრო განამტკიცა, რომელმაც ჯერ დისკვალიფიკაცია, შემდეგ კი ტრავმა მოიხადა. მართალია უხვგოლიან დაპირისპირებაში მალელს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში.

 

  მარტვილის „მერანი“ მე-18 წუთზე დაწინაურდა, მასპინძლების მიერ წამოწყებული სახიფათო იერიში სილას მიერ ქუსლით გაკეთებული ლამაზი გადაცემით გაგრძელდა და შემდეგ ლაშა ჩალაძემ ითამაშა ჩვეულ სტილში ფლანგზე, მის მიერ მეტოქე გუნდის სააჯრიმოში ჩაწოდებული ბურთი კი ნკოტო მასოაბიმ გადაგზავნა ერთი შეხებით თბილისელთა კარში - 1:0.

 

  მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მასოაბიმ კიდევ ერთხელ გაიტანა, ლესოთოელმა ფორვარდმა, ლევან წოწონავას პასით აუღებელი თავური დაურტყა ახლო მანძილიდან მარიუსს, რომელიც 61-ე წუთზე გააძევეს სილას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო. აღნიშნულ ეპიზოდში არბიტრის გადაყვეტილება სამართლიანი იყო, რადგან სილა მეკარესთან პირისპირ იყო და ბოლო იმედის ჯარიმა აიღო მარიუსმა. ერთი წუთით ადრე კი ჯაბა კასრელიშვილმა შეამცირა ანგარიშის სხვაობა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთის დროს მარტვილელთა საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა კასრელიშვილმა, მეკარესაც პოზიცია დაკარგული ჰქონდა და ანგარიში 2-1 გახდა.

 

  72-ე წუთზე კი დათა წულაია შევიდა მოედანზე, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. წულაიამ შესვლიდან 5 წუთში 3-1 გახადა ანგარიში.

 

  მე-80 წუთზე ლუკა თოლორდავამ გაიტანა და მატჩს ისევ დაუბრუნდა ინტრიგა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ 90+7 წუთზე ისევ წულაიამ იყოჩაღა, რომელიც კონტრიერიშის დროს მეკარესთან პირისპირ გავიდა და მისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში დაურტყა გურგენიძეს-4-2.

 

 სატურნირო ცხრილში ისევ სიმჭიდროვეა, ჩვენი გუნდი ოდენ ქულით ჩამორჩება გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს. მომდევნო ტურში მარტვილელები კასპს ესტუმრებიან, სადაც მათი მეტოქე თბილისის „შევარდენი 1906“ იქნება. მატჩი 22 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 13 29
მერანი (მარტვილი) 14 22
სპაერი (თბილისი) 13 22
მერანი (თბილისი) 13 21
სამტრედია 14 20
გარეჯი (საგარეჯო) 13 11
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 14 11
რუსთავი (რუსთავი) 14 10