1 2 3 4 5
ბრძოლაში მოპოვებული ქულა: სიონი - მერანი 2:2

 

  მარტვილის მერანმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა სტუმრად, ბოლნისში ადგილობრივ სიონთან გამართულ უხვგოლიან შეხვედრაში.

 

 ცოტნე მონიავას გუნდი გათამაშების ლიდერთან სათამაშოდ დიდი დანაკლისით ჩავიდა.. მე-15 ტურში „მერანელებს“ ტრავმების და დისკვალიფიკაციის შედეგად, ერთბაშად 7 (!) ფეხბურთელი აკლდათ.

 

 ცოტნე ფაცაცია და ირაკლი ჯანჯღავა დიდი ხანია მერანის ლაზარეთში იმყოფებიან, იგივე მიზეზით ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს სიონთან მატჩში გათამაშების ბომბარდირი, შეიკნე სილა, სიენდა მატენჯვა და ბაქარ ლაღაძე. ნიკოლოზ ხარაბაძე და დათა წულაია კი დისკვალიფიცირებული გახლდათ.

 

 მიუხედავად ამისა, ჭყონდიდელთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ „მერანელები“ გაორმაგებული მოტივაციით გავიდნენ „თამაზ სტეფანიაზე“ და სწრაფი გოლიც გაუტანეს მეტოქეს.

 

 მე-6 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან მერანის განაპირა მცველის, გიორგი გეგიას მიერ სიონის საჯარიმოში სახიფათოდ ჩაწოდებული ბურთი ვარლამ კილასონიამ საკუთარ კარში ჩაჭრა - 0:1.

 

 მასპინძლებმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღადგინეს. დათა სიჭინავას შორეული დარტყმული ბურთი კი უკუაგდო ბეგაშვილმა, თუმცა იქვე „დამატებაზე“ ექს-მერანელმა ჯაბა უგულავამ ყველას დაასწრო და ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

 

 მეორე ნახევრის დაწყებიდან ათიოდე წუთში, ბოლნისელები წინ გავიდნენ. აღნიშნულ ეპიზოდში მასპინძლებმა მოკლე პასებით კარგი კომბინაცია გაითამაშეს, საბოლოოდ კი ჯაბა უგულავამ  მეკარესთან პირისპირ გაიყვანა დათა სიჭინავა, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე კი სტუმართა კიპერი უძლური იყო - 2:1.

 

 რადგან ბეგაშვილი ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ორი გაშვებული ბურთისა, „მერანელთა“ კარის დარაჯმა არაერთ ეპიზოდში იხსნა ჭყონდიდელები და რამდენიმე „მკვდარი“ ბურთიც მოიგერია.

 

 მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ, მარტვილელები მარცხს არ შეურიგდნენ და დარჩენილ დროში თამაშის გადასარჩენად უფრო დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და წონასწორობა მალევე აღადგინეს.

 

 მე-60 წუთზე, სტუმრებმა მოწინააღმდეგეს საკუთარ საჯარიმოსთან დაშვებული შეცდომა არ აპატიეს და ორი ზვიადის ერთობლივმა ბრძოლამ შედეგიც გამოიღო, სიხარულიას კარგი გადაცემის შემდეგ, ზვიად ქანთარიამ ერთი შეხებით უშანსოდ დატოვა კოკა სეფიაშვილი - 2:2.

 

 დარჩენილ დროში მოსაგებად სიონი გაიწია და მწვავედაც უტევდნენ ბოლნისელები ბეგაშვილის კარს, თუმცა მერანელთა კიპერი და მთლიანად მეგრული გუნდი საიმედოდ იცავდა საკუთარ კარს და საბოლოოდ ღირსეული, ბრძოლით მოპოვებული მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერა აქტივში, რითაც ცოტნე მონიავას გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნა.

 

 ჩვენი გუნდი მომდევნო ტურში,  თავის უახლოეს მდევარს მიღებს მარტვილში. 13 ივნისს, „მურთაზ ხურცილავაზე“ მერანი ს.კ. გარეჯს დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 19 43
სიონი (ბოლნისი) 18 40
მერანი (მარტვილი) 19 34
გარეჯი (საგარეჯო) 18 26
მერანი (თბილისი) 18 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 23
დინამო (ზუგდიდი) 18 22
შევარდენი (თბილისი) 18 22
რუსთავი (რუსთავი) 18 16
ჩიხურა (საჩხერე) 19 6