1 2 3 4 5
მერანს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა: მერანი - შევარდენი 1906 1:1

 

 

    დღეს, საინტერესო მატჩი გაიმართა მარტვილში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში „მურთაზ ხურცილავაზე“ მერანმა თბილისის შევარდენი 1906-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 55-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა მეგრული გუნდი, (მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღების შედეგად, მარტვილელთა ცენტრალურ მცველს, ნიკა ხარაბაძეს დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება) ცოტნე მონიავას გაწრთვნილების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში არც დატყობიათ „მერანელებს“ რიცხობრივი უმცირესობა და არაერთი რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან.

 

  82-ე წუთზე, თამაშის სურათიდან გამომდინარე  ლოგიკური გოლი გავიდა. კიჭი მელიავას წამოწყებული შეტევა, ვასიკო გოგოლიძემ დააგვირგვინა გოლით. თავდაპირველად, მელიავას დარტყმული ბურთი სტუმართა კიპერმა ნადირაძემ უკუაგდო, იქვე ჩასაფრებულმა გოგოლიძემ კი ზუსტად დაარტყა - 1:0.

 

  მერანის დაწინაურების შემდეგ, თამაშის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა და ჭყონდიდელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ 90+3-წუთზე სტანდარტი დაინიშნა მასპინძელთა კარში და გიორგი პაპუაშვილის ჩაწოდებული ბურთი მერანის საჯარიმოში შეცვლაზე შესულ ჯუმბერ სულაქველიძეს მიუვიდა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა -1:1, რაც საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა.

 

მერანი სატურნირო ცხილში კვლავ მესამე პოზიციაზე რჩება. მარტვილელები მომდევნო ტურის მატჩს 8 ივნისს გამართავენ ბოლნისში, ადგილობრივი სიონის წინააღმდეგ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 19 43
სიონი (ბოლნისი) 18 40
მერანი (მარტვილი) 19 34
გარეჯი (საგარეჯო) 18 26
მერანი (თბილისი) 18 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 23
დინამო (ზუგდიდი) 18 22
შევარდენი (თბილისი) 18 22
რუსთავი (რუსთავი) 18 16
ჩიხურა (საჩხერე) 19 6