1 2 3 4 5
მერანი საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა

 

 

  საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში მარტვილის მერანის მეტოქე საქართველოს თასის ბოლო გამარჯვებული ს.კ. გაგრა გახლდათ.

 

  საკმაოდ დაძაბული მატჩი მარტვილში „მურთაზ ხურცილავაზე“ გაიმართა და შეხვედრა გაგრელების გამარჯვებით - 0:1 დასრულდა.

 

  ¼ ფინალში გაგრა ვასილ ხოსიტაშვილის გოლმა გაიყვანა. შეხვედრის 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა გაგრას მცველმა. „მერანელები“ კი დარჩენილ დროში 10 კაცით დარჩნენ. (თერთმეტმეტრიანის დანიშვნის ეპიზოდში ყვითელი ბარათი მიიღო ლაშა ჯღამაიამ, რაც აღნიშნულ მატჩში მეორე გაფრთხილება გახლდათ მისთვის).

 

  სტუმრების დაწინაურებამდე, პირველ ნახევარში მე-14 წუთზე კიჭი მელიავას კარგი გადაცემის შემდეგ, შეიკნე სილამ დააარტყა თავით „აუღებელთა“ კატეგორიიდან და კადრში ისე ჩანდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებით ბურთი ოდნავ შეეხო კარის ხაზს და გოლი არ ჩაითვალა.

 

  მერანი ერთ ფრონტზე გააგრძელებს ბრძოლას და მთლიანად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში გადაერთვება, სადაც მე-14 ტურის შეხვედრას 25 მაისს გამართავს მარტვილში, მეტოქე შევარდენი 1906 იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 19 43
სიონი (ბოლნისი) 18 40
მერანი (მარტვილი) 19 34
გარეჯი (საგარეჯო) 18 26
მერანი (თბილისი) 18 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 23
დინამო (ზუგდიდი) 18 22
შევარდენი (თბილისი) 18 22
რუსთავი (რუსთავი) 18 16
ჩიხურა (საჩხერე) 19 6