1 2 3 4 5
მერანმა გაიმარჯვა და მესამე პოზიცია დაიბრუნა

 

 

    კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრა მარტვილის მერანმა საშინაო კედლებში გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 

 სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დღეს ცოტნე მონიავას გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, რის შედეგადაც, მე-12 ტურის თავზე მერანმა სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის ადგილი დაიბრუნა და მესამე პოზიციაზეა.

 

 რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, „მერანელებმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და მეგრული გუნდის სამწვრთნელო სტაფის მიერ სწრაფ გოლზე გათვლილი ამოცანა მალე შესრულდა.

 

 შეხვედრის მე-11 წუთზე რუსთაველებმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშეს, რისთვისაც მთავარმა არბიტრმა, ირაკლი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად რუსთაველების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად გუნდის და ეროვნული ლიგა 2-ის თანაბომბარდირმა (შეიკნე სილას და გაგრელთა შემტევს, თამაზ მაქაცარიას თანაბარი - 9-9 გოლი დაუგროვდათ) შეიკნე სილამ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა -1:0.

 

მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და მერანს კიდევ უფრო მეტი სივრცეები მიეცა. მეორე გოლიც სტანდარტულიდან გავიდა. მატჩის 52-ე წუთზე ზვიად სიხარულიას მიერ გამოზომლი, უზადო გადაცემის შემდეგ, მერანელთა ცენტრალურმა მცველმა ითამაშა ჩინებულად, ნიკა ხარაბაძე საჯარიმოში ყველას დაასწრო და აუღებელი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

 

დარჩენილ დროში ჭყონდიდელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ უფრო დიდი ანგარიშით მოეგოთ მატჩი, მაგრამ რიგ ეპიზოდებში რუსთავის მეკარე იყო დამაჯერებელი, სხვა შემთხვევაში კი „მერანელებს“ საბოლოო ფაზაში აკლდათ სიზუსტე.

 

ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს ზუგდიდში გამართავს. 15 მაისს განმუხურის ცენტრალური სტადიონი მეგრულ დერბის უმასპინძლებს - დინამოზ ზგ VS მერანი!

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5