1 2 3 4 5
პირველი ფრე მიმდინარე სეზონში: მერანი თბ - მერანი მრ 1:1

 

 

   კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ითამაშა მარტვილის მერანმა. მე-11 ტურში მეგრული მერანი თბილისურ მერანს თბილისში, სპაერის სტადიონზე დაუპირისპირდა.

 

  ორი მერანის მატჩში პირველ ნომრად ჭყონდიდური გუნდი დომინირებდა და ლოგიკური იყო ის, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, მარტვილელთა მთავარი მეგოლე, შეიკნე სილა ბაქარ ლაღაძის კარგი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ნომინალური მასპინძლების კარის დარაჯი ადვილად ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

 

მეორე ნახევარში მარტვილელებს არაერთი რეალური შანსი ჰქონდათ უფრო დამაჯერებელი გაეხადათ ანგარიში, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდათ სიზუსტე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უკვე მერამდენე ტურია დიდი დანაკლისით უწევს თამაში ცოტნე მონიავას გუნდს, ცოტნე ფაცაციას ტრავმის შემდეგ, კიდევ ერთი საყრდენი ლაშა ჯღამაია გამოაკლდათ მერანელებს მცირე ტრავმის გამო, ასევე ტრავმირებულია ახალგაზრდა შუა-ნახევარმცველი, ირაკლი ჯანჯღავა.

 

   სპაერის სტადიონზე მეორე ნახევარშიც მარტვილის მერანი ფლობდა უპირატესობას და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ძირითადად კონტრიერიშების იმედად იყვნენ, რაც საკმაოდ სახიფათო იყო, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო გიორგი ბეგაშვილი, მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს მაინც გაიტანეს თბილისელებმა. ექს-მერანელი, გამოცდილი ნახევარმცველის, რევაზ გეწაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ზვიად მეტრეველმა თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა და საკუთარი გუნდი მარცხისაგან იხსნა.

 

მერანი მომდევნო ტურის მატჩს 11 მაისს გამართავს. ჭყონდიდელები მარტვილში რუსთავს მიიღებენ.

 

 

 

 

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5