1 2 3 4 5
მერანმა მეორე წრე მარცხით დაიწყო: მერანი - გაგრა 1:3

 

 

      კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე მარტვილის მერანმა წარუმატებლად დაიწყო.

 

მე-10 ტურში მერანი საკუთარ არენაზე ს.კ. გაგრას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

 

სტუმრები მე-13 წუთზე ექს-მერანელმა ივანე ხაბელაშვილმა დააწინაურა. მე-19 წუთზე კი გურამ სამუშიამ ორამდე გაზარდა ანგარიში. 57-ე წუთზე ხაბელაშვილმა დუბლი შეასრულა.

 

მერანელთაგან პრესტიჟის გოლი ჭყონდიდური გუნდს მთავარმა მეგოლემ, შეიკნე სილამ გაიტანა ბაქარ ლაღაძის პასით.

 

საბოლოოდ მატჩი 3:1 დასრულდა „გაგრელების“ გამარჯვებით.

 

მერანი მომდევნო ტურის მატჩს 6 მაისს გამართავს თბილისში თბილისის მერანის წინააღმდეგ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5