1 2 3 4 5
მერანმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა: მერანი - ჩიხურა 3:2

 

 

      კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი მერანმა საკუთარ არენაზე გამართა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

 

  მარტვილელებმა „მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს და უხვგოლიანი შეხვედრა „მერანელების“ გამარჯვებით - 3:2 დასრულდა.

 

  25-ე წუთზე, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა მოედანზე, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ცოტნე ფაცაციამ მეტოქესთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო და მის მოედნიდან გასაყვანად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩართვა გახდა საჭირო. თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაბრუნების შემდეგ განახლდა.

 

ანგარიში 43-ე წუთზე შეიკნე სილამ გახსნა, მალელმა ფორვარდმა, რომელმაც ბოლო ორი მატჩი (თასზე და ჩემპიონატში) ტრავმის გამო გამოტოვა, მერანის ლაზარეთიდან დაბრუნება გოლით აღნიშნა. სილამ, გიორგი გეგიას მიერ ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა თავით მეტოქე გუნდის კარში -1:0.

 

პირველ ნახევარში დუბლით გამოირჩა ზვიად ქანთარია, ჭყონდიდელთა შემტევმა ჯერ სილას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა ზუსტად, მოგვიანებით კი ვასილ გოგოლიძის მოზომილ გადაცემას დაუხვედრა თავი და პირველი ნახევარი დიდი ანგარიშით - 3:0 მოიგეს მასპინძლებმა.

 

მეორე ტაიმში „მერანელებმა“ თამაში მოგებულად ჩათვალეს და ოდნავ მოეშვნენ და ჩიხურამ 56-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა. 51-ე წუთზე ივან ფოცხვერიამ დაარტყა შორიდან უძლიერესად, 56-ე წუთზე კი ანალოგიური გოლი გაიტანა ბესო დეკანოიძემ -3:2.

 

დარჩენილ დროში სტუმრები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ მერანმა ბურთზე კონტროლი დააწესა და საბოლოოდ, სათავისო ანგარიშით დაასრულა თამაში.

 

ცოტნე მონიავას გუნდს ამ მომენტისთვის 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, თუმცა, ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება და შემდეგ გვექნება პირველი წრის სატურნირო ცხრილის საბოლოო სურათი.

 

მერანი მეორე წრეს გაგრასთან მატჩით გახსნის, ეს შეხვედრა მარტვილში 28 აპრილს არის ჩანიშნული.

 

 

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5