1 2 3 4 5
რევანში 5 წლის შემდეგ, მერანი საქართველოს თასის მერვედფინალშია

 

 

    თავდაუზოგავი თამაში, უშეღავათო ბრძოლა და ჭყონდიდური ჟინი, საქართველოს თასის 1/16 ფინალში მარტვილის მერანმა ქუთაისის ტორპედო პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხა.

 

  დავით ყიფიანის სახელობის თასზე მერანი VS ტორპედოს ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება 2016 წელს ზესტაფონში შედგა, სადაც საქართველოს თასის ფინალში ტორპედომ 2:1 დაამარცხა მერანი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და საასო ეგიდით ამ გუნდების გზები ისევ გადაიკვეთა..

 

ეროვნული ლიგა 2-ის და ეროვნული ლიგის წარმომადგენელი გუნდების მონაწილეობით გამართული მატჩი „მურთაზ ხურცილავაზე“ დაძაბული გამოდგა და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „მერანელებმა“ უფრო მეტი რეალური სახიფათო ეპიზოდები შექმნეს ძირითად დროში და უფრო ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, ვიდრე სტუმრები. მარტო ბაქარ ლაღაძეს ორჯერ უმტყუნა საფეხბურთო ფორტუნამ, პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული ბურთი გვერდითა ძელს მოხვდა, მატჩის მიწურულს კი ბაქარის მიერ შორეული „გასროლის“ შემდეგ ხარიხამ იხსნა ტორპედო.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია მერანის ახალგაზრდა კიპერის, ლაშა გორდულავას წარმატებული დებიუტი ძირითად გუნდში. ლაშა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად იცავდა მარტვილელთა კარს, პენალტების სერიაში კი პირველი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ნახტომში მოიგერია და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდი გამარჯვებაში.

 

დღეს, პირველი სათასო გამარჯვება იყო ცოტნე მონიავასთვისაც. მერანის მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს თასზე სტარტი გამარჯვებით დაიწყო.

 

როგორც თავში ავღნიშნეთ, მერანი - ტორპედოს მატჩში ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები გოლი არ გასულა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი 3:1 იმარჯვეს მასპინძლებმა. ბაქარ ლაღაძემ, დავით ლომთაძემ და ცოტნე ფაცაციამ (გადამწყვეტი ბოლო დარტყმა) გაიტანეს გოლები, კიჭი მელიავას დარტყმული ბურთი შოვნაძემ გაანეიტრალა, ვასილ გოგოლიძემ კი ააცილა.

 

სტუმართაგან მხოლოდ დმიტრი რეკიში იყო ზუსტი. ვაჟა ტაბატაძეს ლაშა გორდულავამ არ გაატანინა, ოლეგ მამასახლისმა და ლაშა ჩალაძემ კი ააცილეს.

 

  თუ რომელი გუნდი იქნება მერანის მეტოქე საქართველოს თასის მერვედფინალში უახლოეს დღეებში გაირკვევა წილიწყრის შემდეგ.

 

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5