1 2 3 4 5
მერანის გამარჯვებების სერია გრძელდება: შევარდენი 1906 - მერანი 1:2

 

 

   კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის შეხვედრა მერანმა კასპში გამართა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ნომინალური მასპინძელი, შევარდენი 1906 გახლდათ.

 

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, მთავარმა არბიტრმა აღნიშნულ მატჩში 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, იყო ხისტი თამაში და არჩათვლილი გოლიც.

 

პირველი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მე-12 წუთზე მერანის კარში დაინიშნა. პენალტი ნიკა ქორიძემ დაარტყა, თუმცა ჩინებულად ითამაშა აღნიშნულ ეპიზოდში მერანის კარის დარაჯმა. გიორგი ბეგაშვილმა ვიზავის კუთხე გამოუცნო და ბურთი მუშტებით მოიგერია.

 

7 წუთში უკვე საპირისპირო კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ამ შემთხვევაში მერანის მალელი ლეგიონერი, შეიკნე სილა ზუსტი იყო - 1:0.

 

შევარდენი 1906-მა მალე აღადგინა წონასწორობა, გიორგი ჯანიკაშვილის ჩაწოდებულ ბურთზე საჰაერო ორთაბრძოლაში მეკარეს თენგიზ ბრეგვაძემ აჯობა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

 

მეორე ნახევარში სილამ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, მეკარესთან პირისპირ გავიდა და წინ გაიყვანა მერანი, თუმცა მოგვიანებით მეოთხე არბიტრთან კომუნიკაციის შემდეგ გოლის გატანამდე ჯარიმის დაფიქსირების გამო აღნიშნული გოლი გაუქმდა.

 

მარტვილელებმა მაინც მოახერხეს წინ გასვლა, მე-60 წუთზე ზვიად სიხარულია შეაჩერეს თამაშის წესების დარღვევით საკუთარ საჯარიმოში იუნკერებმა და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოცდილმა ზვიად ქანთარიამ უზადოდ შეასრულა - 1:2.

 

საბოლოოდ, ცოტნე მონიავას გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს. ჭყონდიდელები 6 აპრილს „მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის არენაზე ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5