1 2 3 4 5
ჩემპიონები და ჩემპიონობისთვის მებრძოლნი

    მარტვილის "მერანის" ასაკობრივმა გუნდებმა ისე კარგად დაიწყეს ჭაბუკთა ლიგის გათამაშება, რომ თავიდანვე ცხადი იყო ალიკა კალანდიას და ცონტე მონიავას დამოძღვრილი "მერანის" ნორჩი ფეხბურთელებისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობა იქნებოდა.

ჭაბუკთა ლიგის გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე თითქმის გადაწყვეტილია, რომ "მერანის" U15 გუნდი დასავლეთ ზონაში პირველობას არავის დაუთმობს. ჩვენს ჭაბუკებს მიმდინარე გათამაშებაში წაგება არა აქვთ და 23 ქულით პირველ ადგილზე არიან, უახლოესი მდევრების ჩამორჩენა ლიდერთან კი 11 ქულაა. მართალია, სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილზე მყოფ სფფ აკადემიის გუნდს და ქობულეთის "შუქურას" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ და იმისთვის, რომ "მერანმა" ჩემპიონობა დათმოს, დარჩენილი სამი შეხვედრიდან სამივე უნდა წააგოს და მეტოქეებმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგონ, რაც არარეალურია, თან მარტვილელები მომდევნო ტურში სფფ აკადემიის გუნდს მასპინძლობენ საკუთარ კედლებში და ფრეც რომ ითამაშონ პირველ ადგილს ოფიციალურად გაიფორმებენ.

რაც შეეხება 29 ოქტომბერს "ჩელე არენაზე" გამართულ შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის და დისკვალიფიკაციის გამო, ორი წამყვანი ფეხბურთელი - ლევან თოლორდავა და გიზო საჯაია აკლდათ "მერანელებს", მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმრების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

შეტევა ლაშა სურმავამ წამოიწყო, რომელიც ორ მეურვეს ადვილად გაცდა და ირაკლი ლაშქარავას დაუგორა ბურთი, "მერანელის" დარტყმა კი უკუაგდო მეკარემ, მაგრამ დამატებაზე ყველას გუნდის კაპიტანმა ირაკლი ჯანჯღავამ დაასწრო და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუშინ გამართულ ჭაბუკთა ლიგის მატჩებს, საქართველოს (U17) ნაკრების მთავარი მწვრთნელი გურამ ასპინძელაშვილი დაესწრო, რომელიც "მერანის" ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელებს გაესაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელითაც დაინტერესდა.

"მერანის" U15 გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 3 ნოემბერს გამართავს მარტვილში სფფ აკადემიის გუნდის წინააღმდეგ.

 

 დრამატული გამოდგა მეორე შეხვედრა "ჩელე არენაზე", სადაც ერთმანეთს მარტვილის "მერანის" და ქობულეთის "შუქურას" U17 გუნდები დაუპირისპირდნენ.

ამ ასაკობრივ გუნდების ჩემპიონატში, იმდენად დაძაბულია მდგომარეობა ზედა სამეულში, რომ ჩვენს გუნდს წაგების უფლება არა აქვს. ცოტნე მონიავას გუნდი საკადრო პრობლემებით შეხვდა აღნიშნულ დაპირისპირებას, სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდის ლიდერი თეიმურაზ თოლორდავა, ცენტრალური მცველი მანუჩარ ანთია და თავდამსხმელი ლუკა შონია ვერ დაეხმარნენ თანაგუნდელებს. მიუხედავად ამისა "მერანმა" მატჩის დებიუტშივე მოიპოვა უპირატესობა და ჯერ დავით ლუკავას შეეძლო ერთი-ერთზე გასულს სიტუაციის გამწვავება, მაგრამ ოდნავ წინ გაექცა ბურთი და მეკარემ დასწრებაზე ითამაშა სანდოდ. მორიგი იერიშის დროს ლიპარტია გაიყვანეს თანაგუნდელებმა "შუქურას" კარის დარაჯთან პირისპირ, მაგრამ "მერანელს" დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

პირველ ნახევარში მაინც დაწინაურდა "მერანი". გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით ლუკავა ფლანგიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით დააწინაურა მარტვილელები.

მეორე ნახევარი, ანგარიშიდან გამომდინარე უფრო "გამოცოცხლდნენ" მასპინძლები და მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა აღადგინეს, არადა გოლის გატანის დროს თამაშგარე მდგომარეობა ჩანდა..

მარტვილელებს მალევე შეეძლოთ ისევ წინ გასვლა, მაგრამ გვაზავას მიერ გატანილ გოლზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა მთავარმა მსაჯმა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ნახევარში გუნდები იერიშებით "გაერთნენ" და საკმაოდ საინტერესო, გახსნილი თამაში წარიმართა "ჩელე არენაზე" ორმხრივი შეტევებით. მასპინძლების ერთ-ერთი შეტევის დროს "მერანელებმა" თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვიეს და თერთმეტმეტრიანი დარტყმით "შუქურა" წინ გავიდა 2-1.

შეხვედრის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როცა ლიპარტიამ
ჩააწოდა ფლანგიდან სახიფათოდ, ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ლუკავამ ითამაშა კარგად და დუბლი გაიფორმა საკუთარ გუნდს კი მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა 2-2.

"მერანის" (U17) გუნდიც 3 ნოემბერს ჩაატარებს მარტვილში მომდევნო ტურის მატჩს, მეტოქე სფფ აკადემიის გუნდი იქნება.

სატურნირო ცხრილში მარტვილელები მეორე ადგილზე არიან და ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულა აქვთ.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6