1 2 3 4 5
რატომ უყურებდა ვადაჭკორია გამუდმებით საათს?

 

...თავიდანვე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, შიგადაშიგ ბოლნისელებიც აქტიურობდნენ. მერანელთაგან უდავოდ 22 წლის შემტევი საბა ლომია გამოირჩეოდა. ორჯერ მას ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თუმცა, მალე ლაშა კუჭუხიძემ რევაზ ქემოკლიძესთან ორთაბრძოლაში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და ლომიამაც დარტყმა უზადოდ შეასრულა - 0:1. სხვათა შორის, ეს მერანელის მე-16 გოლია წლევანდელ სეზონში.

 

ანგარიშის გაზრდა შეეძლო კიჭი მელიავას, მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ იყო გასული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დაახანა და ხიფათიც გაქრა.


მომენტები ჰქონდა სიონსაც: გამოსაყოფია პაველ ჰაიდუჩეკის შორეული დარტყმა, ჯონი შეროზიამ კუთხურზე რომ მოიგერია და ირაკლი კლიმიაშვილის ჯარიმა.ბოლნისელებმა საგოლე შეტევა ტაიმის ბოლოსკენ წამოიწყეს, მრავალსვლიანი კომბინაცია კი კოკა მიკუჩაძემ დაასრულა ახლოდან დარტმით. მიკუჩაძე ამ ეპიზოდში დიდი ალბათობით, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა...


ეს არ ყოფილა გიორგი ვადაჭკორიასა და მისი ასისტენტების ერთადერთი "შეცდომა", ეს უფრო მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავდა. თავად განსაჯეთ : პირველ ტაიმში თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი ბურთის ჩათვლა და ორი არარსებული პენალტის დანიშვნა "მერანის" კარის მიმართულებით. აღარაფერს ვამბობთ, სადავო ეპიზოდებზე, მეტოქის სასარგებლოდ რომ სრულდებოდა. ისე საინტერესოა: რატომ აკვირდებოდა ეგრეთ წოდებული ფიფას არბიტრი, პატივცემული ვადაჭკორია გამუდმებით საათს მე-60 წუთამდე?! (ამ დროისათვის ანგარიში 1:1 გახლდათ). სხვათა შორის, შეხვედრას ესწრებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა. სწორედ მის ინტერესებში უნდა შედიოდეს ამ თამაშის გამოძიება და დამნაშავ(ეებ)ის დასჯა. მან ხომ საკუთარი თვალით ნახა ეს ამაზრზენი მსაჯობა? პირადად ასეთი ტენდენციურობა თასის ფინალის "დილა"-"ზესტაფონის" დაპირისპირების შემდეგ არ მინახავს. 


ქართული ფეხბურთის განვითარება უტოპიურ ოცნებად დარჩება, სანამ ქვეყანაში მსაჯების პრობლება და ზოგადად, დამოკიდებულება არ შეიცვლება! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რადგან სხვებმაც მომავალში იგივე არ გაიმეორონ!..





14.04. თბილისი. ბასა



სიონი – მერანი 3:1 

გოლები: 0:1 საბა ლომია (პენ, 30), 1:1, 1:2, 1:3 მიკუჩაძე (40, პენ 60, პენ80)


სიონი: ბობღიაშვილი, ქემოკლიძე, სვანიძე, უგრეხელიძე, საპირი, ჰაიდუჩეკი (ბიბილეიშვილი 46), მანწკავა (ცხადაია 85), ელიავა, კლიმიაშვილი, ჩივაძე (ნემსაძე 69), მიკუჩაძე


მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე


მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, ხუბუა, დიდავა, ბუკია, კუჭუხიძე (ტორონჯაძე 71), ფონიავა (კრისი 86), მელიავა, საბა ლომია


მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია


გაფრთხილება: მელიავა (38), მანწკავა (73)


მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 19 43
სიონი (ბოლნისი) 18 40
მერანი (მარტვილი) 19 34
გარეჯი (საგარეჯო) 18 26
მერანი (თბილისი) 18 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 23
დინამო (ზუგდიდი) 18 22
შევარდენი (თბილისი) 18 22
რუსთავი (რუსთავი) 18 16
ჩიხურა (საჩხერე) 19 6