1 2 3 4 5
ზედიზედ მესამე გამარჯვება: მერანი - სამტრედია 3:1

 

 

   მარტვილის მერანმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ბოლო სამი მატჩიდან ცოტნე მონიავას დამოძღვრილმა გუნდი სამივე მოიგო და ახლა გათამაშების ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება..

 

 დღევანდელ მატჩში კი სტუმრებმა გახსნეს ანგარიში და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, სამტრედიელებმა პირველი ნახევარი უკეთ ჩაატარეს. მე-16 წუთზე დათო კირკიტაძემ ახლო მანძილიდან დააწინაურა თავისი გუნდი.

 

 რადიკალურად განსხვავებული იყო შეხვედრის მეორე ტაიმი, რადგან  მერანმა თავისი თამაში იპოვა და დიდი ძალებით უტევდა მეტოქეს, ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ მარტვილელთა მთავარი მწვრთნელის ცვლილებებმაც გაამართლა. შეცვლაზე შესულმა ფაცაციამ და წოწონავამ საგოლე გადაცემებით მოამარაგეს სილა და მასოაბი, ამ უკანასკნელმა კი ამ სეზონში პირველი გოლიც გაიტანა.

 

როგორც ავღნიშნეთ, 55-ე წუთზე სილამ აღადგინა წონასწორობა. ცოტნე ფაცაციას მიერ კუთხურის ალამიდან მოწოდებულ ბურთზე მალელმა აჯობა ყველას. 63-ე წუთზე სილამ კიდევ ერთხელ გაიტანა თავით, ამჯერად ასისტობა ლევან წოწონავამ ითავა.

 

 მატჩის საბოლოო ანგარიში ნკოტო მასოაბიმ დააფიქსირა, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაზე ლაშა ჩალაძემ გაიყვანა. მართალია ლესოთოელ ფორვარდს მეურვე უშლიდა ხელს, თუმცა ზუსტი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა სამტრედიელთა კარში.

 

 მერანი მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი ქობლეთში „ჩელე არენაზე“ ჩატარდება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 14 32
მერანი (მარტვილი) 14 22
სპაერი (თბილისი) 14 22
მერანი (თბილისი) 14 21
სამტრედია 14 20
გარეჯი (საგარეჯო) 14 14
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 14 11
რუსთავი (რუსთავი) 14 10