1 2 3 4 5
„მერანმა“ ჩემპიონატი გამარჯვებით განაახლა: „შევარდენი 1906“ – „მერანი“ 1:2

 

 

  ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 2 განახლდა.

 

 მარტვილის „მერანმა“ 23-ე ტურის მატჩი კასპში გამართა, სადაც ნომინალური მასპინძელი თბილისის „შევარდენი 1906“ იყო.

 

 მატჩი საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. პირველ ნახევარში დომინანტები „მერანელები“ იყვნენ და სწორედ ცოტნე მონიავას გუნდის კარნახით მიმდინარეობდა თამაში, რაც შედეგზეც აისახა, შესაბამისად, ტაიმი 2:0 მოიგეს სტუმრებმა.

 

 მე-12 წუთზე ფლანგიდან ვაკო გოგოლიძის სოლო-რეიდის შემდეგ, ჩვენმა "შვიდიანმა" კარგი პასი გაუკეთა შეიკნე სილას, "მერანის" მალელმა ლეგიონერმა კი ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მეტოქე და აუღებელი დაურტყა ნადირაძეს (ეს მისთვის მე-12 გოლი იყო ეროვნულ ლიგა 2-ში). მეორე გოლის დროსაც გოგოლიძემ იაქტიურა საჯარიმოში, საბოლოოდ მცირე რიკოშეტის შედეგად, ზვიად სიხარულიას მიუვიდა ბურთი და "მერანელმა" ორამდე გაზარდა ანგარიში. 

 

 მთლიანობაში, „მერანს“ გატანილ გოლების გარდა 3-4 ისეთი მომენტი ჰქონდა, სადაც სჩანდა, რომ გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა 3 ეპიზოდში ძელს მოხვდა ბურთი, ერთ ეპიზოდში კი მცველმა გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან.

 

 მეორე ნახევარში შეცვლაზე შესული ივანე  ოქროპირიძის გოლმა ნომინალურ მასპინძლებს იმედი დაუბრუნა  და თამაშის გადასარჩენად გაბრძოლება სცადეს. „მერანმა“ საპასუხოდ დაცვითი პოზიციები გაამაგრა და დამაჯერებელი თამაშით ანგარიში შეინარჩუნა.

 

 ერთი საინტერესო ფაქტიც, ტრავმით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ცოტნე ფაცაცია დაუბრუნდა, „მერანის“ ნახევარმცველი 53-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

 

 კასპში გამარჯვებით, „მერანმა“ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უფრო გაიმყარა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ გამართავს. 15 სექტემბერს, „მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის სტადიონზე „მერანი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 36 81
გაგრა (გაგრა) 36 75
მერანი (მარტვილი) 36 64
გარეჯი (საგარეჯო) 36 50
მერანი (თბილისი) 36 47
შევარდენი (თბილისი) 36 46
დინამო (ზუგდიდი) 36 46
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 36 45
რუსთავი (რუსთავი) 36 39
ჩიხურა (საჩხერე) 36 10