1 2 3 4 5
ფონიავასა და გეგეჭკორის გარეშე

 

  "მერანი"-"დინამოს" შეხვედრას საპატიო მიზეზთა გამო გამოტოვებენ ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი: ლევან გეგეჭკორი და პაპუნა ფონიავა. ისინი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი

.

ახალგაზრდული ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს ტესტმატჩით დაიწყებს. 19 ოქტომბერს, 15:30 წუთზე, U19 „ამერის“ სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკთან“ ისპარინგებს. საწვრთნელი პროცესი კი, ჩვეულებისამებრ, „ბასაზე“ წარიმართება. 23 ოქტომბრის გამთენიას კი, ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 26-28-31 ოქტომბერს, ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.

კახი კაჭარავამ შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

ალექსანდრე ადამია („გაგრა“), გაბრიელ თებიძე („ჩიხურა“, საჩხერე),ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გურამ სამუშია („ზესტაფონი“),ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე „მერანი“, მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, თემურ მარკოზაშვილი, გიორგი ფანცულაია (ყველა „ტორპედო“, ქუთაისი), ბაჩო არაბული („საბურთალო“, თბილისი), ავთო ენდელაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი („ზუგდიდი“),გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), ნიკა ნარმანია („რუხი“, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა („ვანდიში“, შვეიცარია), დავით უბილავა („ვიტ ჯორჯია“), ლუკას ჰუფნაგელი („უნტერჰაჰინგი“, გერმანია), ბაჩო მიქავა, ნიკა ჭანტურია (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი სარჯველაძე („ჰერკულესი“, ესპანეთი), გიორგი გიორგაძე („სკონტო“, ლატვია).

ს.კ "მერანის" პრესსამსახური

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6