1 2 3 4 5
ფრე „დინამო ზუგდიდთან“, „მერანი“ მესამე პოზიციას ინარჩუნებს

   

   ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრა „მერანმა“ მარტვილში გამართა.

 

„მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის არენაზე მეგრული დერბი „მერანსა“ და „დინამო ზუგდიდს“ შორის 12 აგვისტოს 17:00 საათზე დაიწყო და საინტერესო გამოდგა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ორივე მეგრული გუნდი საკადრო პრობლემებით შეხვდა 22-ე ტურის მატჩს. სტუმრებს 4 ფეხბურთელი აკლდათ სხვადასხვა მიზეზებით, „მერანს“ კი დისკვალიფიკაციის გამო, მთავარი მეგოლე, შეიკნე სილა და საყრდენი, ლაშა ჯღამაია ვერ ეხმარებოდნენ, ტრავმის გამო ვერ ითამაშეს ვაკო გოგოლიძემ და ბაქარ ლაღაძემაც.

 

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მაინც ძირითადად მასპინძლები დომინირებდნენ და ანგარიში სწორედ მათ გახსნეს.

 

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დავით ლომთაძის მიერ კუთხურის ალამიდან მოწოდებულ ბურთზე პირველი ნიკა აფაქიძე იყო და ჭყონდიდელთა ახალწვეულმა თავური დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა - 1:0.

 

ზუგდიდელებმა მეორე ნახევარში შესძლეს წონასწორობის აღდგენა. 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ნიკა აფხაზავამ დაარტყა ზუსტად - 1:1.

 

დარჩენილ დროში „მერანმა“ რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდში შექმნა „დინამოს“ კართან და წინ გასვლა შეეძლო ცოტნე მონიავას გუნდს, თუმცა „დინამოს“ რიგებში მოწოდების სიმაღლეზე იყო „ექს-მერანელი“ მეკარე, ანდრე ნონოსი.

 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მატჩის ბოლო წუთზე „დინამო ზუგდიდსაც“ ჰქონდა შანსი კონტრ-იერიშზე გაეტანა და მოეგო მატჩი, თუმცა აღნიშნული ეპიზოდის ბოლო ფაზაში „მერანის“ მცველებმა ითამაშეს საიმედოდ.

 

22 ტურის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში „მერანი“ კვლავ მესამე პოზიციაზეა 36 ქულით. მომდევნო ტურის შეხვედრა 19 აგვისტოს უნდა გაემართა ჩვენს გუნდს თბილისში, „შევარდენი 1906“-ის წინააღმდეგ, მაგრამ პანდემიით გამოწვეული ეპიდ-ვითარების გამო, ჩემპიონატი 4 სექტემბრამდე შეჩერებულია..



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 36 81
გაგრა (გაგრა) 36 75
მერანი (მარტვილი) 36 64
გარეჯი (საგარეჯო) 36 50
მერანი (თბილისი) 36 47
შევარდენი (თბილისი) 36 46
დინამო (ზუგდიდი) 36 46
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 36 45
რუსთავი (რუსთავი) 36 39
ჩიხურა (საჩხერე) 36 10