1 2 3 4 5
ჭყონდიდელებმა „ვეტერინარები“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს: მერანი - ვიტ ჯორჯია 4:1

 

 

    კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მარტვილის მერანი წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.

ახალგაზრდა მწვრთნელის, ცოტნე მონიავას დამოძღვრილი გუნდი შედეგთან ერთად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და სატურნირო ცხრილში დამსახურებულად იკავებს მე-3 პოზიციას.

 

 საკუთარ არენაზე გარეჯის დამარცხების შემდეგ, მე-17 ტურში ჭყონდიდელებმა კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს მეტოქე.

 

 მატჩის დაწყებამდე მერანის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგა სურმავამ კიჭი მელიავა და გიორგი გეგია სიმბოლური მაისურებით დააჯილდოვა, მერანის მაისურით მელიავას 300-ზე მეტი, გეგიას კი 200-ზე მეტი მატჩი დაუგროვდა.

 

 რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ანგარიშის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სტუმრების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე მაინც არ „გატყდნენ“, თუმცა მერანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასურველი შედეგით დაესრულებინა ეს თამაში.

 

 მარტვილელები მე-16 წუთზე ზვიად ქანთარიამ დააწინაურა, მერანის შემტევი უკვე ზედიზედ სამი ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ვიტ ჯორჯიას კარში პირველი გოლის დროს კი, ჯერ ნიკა შალამბერიძემ გაისროლა შორიდან, რისი მოგერიება ჩიკაშუამ შესძლო, თუმცა საჭირო დროს, საჭირო ადგილას გაჩნდა ქანთარია და ანგარიში გახსნა -1:0.

 

 27-ე წუთზე სტანდარტი ვასილ გოგოლიძემ შეასრულა უზადოდ, „მერანელთა“ „შვიდიანმა“ დაბალ კუთხეში დაარტყა ზუსტად - 2:0.

 

 „ვეტერინარები“ მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენის ჟინით გამოვიდნენ „მურთაზ ხურცილავაზე“ და მათმა მონდომებამ ნაწილობრივ შედეგი გამოიღო, რადგან 56-ე წუთზე ლევან ბარაბაძემ  თორნიკე შეყილაძის კარგი გადაცემის შემდეგ, მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა - 2:1.

 

 თბილისელებს გატანილმა გოლმა იმედი მისცა და დიდი ძალებით შეეცადნენ წინ თამაშს, რამაც მასპინძლებს უფრო მეტი სივრცეები მისცა და მონიავას გუნდი კონტრ- იერიშებზე, რომ ძალიან სახიფათოა ეს წინა ტურშიც გამოჩნდა..

 

 70-ე წუთზე მერანის და ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირმა შეიკნე სილამ მარტვილელთა კარგი კომბინაცია, ბაქარ ლაღაძის საგოლე პასის შემდეგ გოლით დააგვირგვინა- 3:1.

 

 შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთი ადრე კი ზვიად სიხარულიამ ითამაშა ოსტატურად. საჯარიმო დარტყმა კიჭი მელიავამ შეასრულა, სწორედ მისგან მიიღო სიხარულიამ კარგი გადაცემა „ვიტელთა“ საჯარიმოში, შემდეგ კი ტექნიკურად დაამუშავა ბურთი და ზუსტი დარტყმით საბოლოო შედეგი 4:1 დააფიქსირა.

 

 17 ტურის თავზე მერანი სატურნირო ცხრილში კვლავ მესამეა. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 23 ივნისს საჩხერეში გამართავს ადგილობრივი ჩიხურას წინააღმდეგ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6