1 2 3 4 5
მერანი-დინამო (ურთიერთშეხვედრები)

 20 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ტურში, "დინამო" თბილისი მარტვილში, ადგილობრივ "მერანს" დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 საათზე მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

"მერანისა" და "დინამოს" ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ოთხი შეხვედრიდან "დინამომ" ორი მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ერთიც "მერანმა" მოიგო. ბურთების შეფარდება 8/6 თბილისელთა სასარგებლოდ. პირველი შეხვედრა თბილისში, შარშან 25 სექტემბერს გაიმართა. მეშვიდე ტურის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის 43– ე წუთზე გატანილ გოლს, ოდიკაძემ 50– ე წუთზე კიდევ ერთი მიამატა. 69–ე წუთზე კი რეხვიაშვილმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი. მეორე შეხვედრაში კი "მერანმა" სახელოვანი მეტოქე ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. 18 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა იაგუემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში ვალერი იობაშვილის და მუნინი ტაპეს გოლები მოჰყვა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მესამე შეხვედრა, რომელიც 16 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართა ფრედ 2–2 დასრულდა. თვალსასეირო შეხვედრაში ჩისკოს და კოშკაძის გოლებს, სტუმრებმა– გიგა ჟვანიას და ლაშა ჩალაძის გოლებით უპასუხეს. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის მარტვილში, 28 აპრილს შედგა და თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6