1 2 3 4 5
გაგრა VS მერანი: ურთიერთშეხვედრები

 

 

  გაგრა VS მერანის ურთიერთშეხვედრების ისტორია 16 მატჩს ითვლის და უპირატესობა მარტვილელების მხარესაა.

 

16 დაპირისპირებიდან მერანმა 7 მოუგო გაგრას, 5 შეხვედრაში დამარცხდა, 4 მატჩში კი გუნდები ფრეზე გაიყარნენ.

 

ბურთების შეფარდება: 19-15 გაგრას სასარგებლოდ.

 

ამ გუნდების პირველი ოფიციალური მატჩი 2011 წლის 12 დეკემბერს შედგა და იმ თამაშში მერანმა ტაპეს (23’) და ელგუჯა გრიგალაშვილის (62’) გოლებით 2:0 გაიმარჯვა.

 

მერანის და გაგრას ბოლო შეხვედრაც მარტვილში ჩატარდა. 2020 წლის 29 ნოემბერს, „მურთაზ ხურცილავაზე“ მატჩი ფრედ-0:0 დასრულდა.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5