1 2 3 4 5
„ვიტ ჯორჯია“ VS „მერანი“: სამი ქულისთვის „მცხეთა პარკზე“!

  ბოლნისის „სიონთან“ წარმატებული თამაშის შემდეგ, მარტვილის „მერანი“ მორიგ კალენდარულ მატჩს სტუმრად გამართავს. 17 აგვისტოს, ჩვენი გუნდი მცხეთას ეწვევა და ადგილობრივ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.

 

მატჩამდე
XXIII ტურამდე, „ვეტერინარებმა“ საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ წინააღმდეგ მატჩი ფრედ დაასრულეს. მართალია, იმ შეხვედრაში 32-ე წუთზე ექვთიმიშვილმა გახსნა ანგარიში, თუმცა რუსთავში, ნომინალურმა მასპინძლებმა მაქაცარიას გოლით გაათანაბრეს და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. „მერანმა“ კი XXII ტურში სატურნირო ცხრილის მესამე ადგილოსანი "სიონი" დაამარცხა 4-0. გოლები მეტოქე გუნდის კარში, რაფაელ ჩუკურამ, ბენჟამინ ტეიდმა, სერგეი ტრეტიაკმა და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს.

 

მარტვილელთა ბანაკში საბრძოლო განწყობაა. „მერანის“ გულშემატკივარმა უკვე იცის, რომ ძირითად გუნდს დაუბრუნდნენ ლაშა ჩალაძე და ირაკლი რუხაძე. ჩვენი გუნდის ლაზარეთში რევაზ ბარაბაძე იყო დარჩენილი და სასიხარულოა ის სიახლეც, რომ „მერანის“ ტანმაღალი ფორვარდიც შეუდგა უკვე ვარჯიშს, ასე რომ მომდევნო ტურებში „მერანი“ ოპტიმალური შემადგენლობით გავა მოედანზე.

 

ურთიერთშეხვედრები
გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც. ეს გუნდები 18 ოფიციალურ თამაშში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 18 დუელიდან, 6 მატჩი „მერანმა“ მოიგო, 5 ფრედ დასრულდა, 7 შეხვედრაში კი "ვიტელებმა" იმარჯვეს. „მერანი“ „ვიტ ჯორჯიას“, ბოლოს, მიმდინარე გათამაშების მეორე წრეში შეხვდა. 24 მაისს „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ არენაზე რევაზ ბარაბაძის დუბლით 2-0 დაამარცხეს ჭყონდიდელებმა სტუმრები.

 

დანაკლისი
ხვალინდელ დაპირისპირებაში მასპინძლებს ოთარ მუხულიშვილი ვერ დაეხმარებათ. მარტვილელთა გუნდში დისკვალიფიცირებულია რევაზ გეწაძე.

 

P.S. „ვიტ ჯორჯია“ – „მერანის“ მატჩი, მცხეთაში, „ცხეთა პარკზე“ 17 აგვისტოს 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას მასპინძელი გუნდი გეგმავს, შეხვედრის საყურებელი ლინკი თამაშის დაწყებამდე განთავსდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზეც.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6