1 2 3 4 5
”მერანმა” ”სულორი” არ დაინდო!

 პლეი-ოფის პირველი, ორ-რაუნდიანი ეტაპი ზედმეტი პრობლემების გარეშე მარტივად გადალახა მარტვილის ”მერანმა”, ამ წყვილში თავიდანვე გარკვეული იყო ფავორიტი გუნდი და ორი მატჩის ჯამში შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს ”მერანელებმა” ”სულორს”.

 

 დღევანდელი მატჩი კი 15 წუთით გვიან დაიწყო, სტუმრებს მარტვილში ჩამოსვლა შეაგვიანდათ და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით 13:15 წუთზე მისცა მატჩის დაწყების სასტვენის ნიშანი.

 

 პირველი ნახევარი მაღალი ტემპით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ და შესაბამისად სახიფათო მომენტებსაც მარტვილელები ქმნიდნენ.

 

 37-ე წუთზე ”მერანის” კარგი პრესინგის შედეგად, მისავე საჯარიმოთან აკაკი შულაიამ აართვა ბურთი მეტოქეს და კარგი შეტევა წამოიწყო, საბოლოოდ გიორგი ციმაკურიძის დარტყმა კუთხურზე მოიგერიეს სტუმრებმა, ერთ წუთში მაინც გაიტანა ”ციმამ” თავისი გოლი, ”სულორის” საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგელა ”მერანელმა” და ანგარიში გახსნა 1-0.

 

 თუ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ”დაინდეს” მასპინძლებმა მოწინააღმდეგე, მეორე ნახევარში ”მერანმა” გაილაღა.

 

 55-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზვიად ქანთარიამ ასისტობა ითავა და მისი პასით აკაკი შულაიამ ახლო მანძილიდან ორამდე გაზარდა ანგარიში 2-0.

 

 72-ე წუთზე, კიდევ ერთი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის დროც დადგა. შოთა ჯიქიამ ხუთ წუთში ორჯერ დაამწუხრა ხურციძე. 72-ე წუთზე ისევ ქანთარია გამოდგა ასისტი, ჯიქიამ მოჭრილი დარტყმით დაბალ კუთხეში შეაგდო. 76-ე წუთზე კი იგივე ჯიქიამ დუბლი გაიფორმა.

 

 77-ე წუთზე საგოლე გადაცემების ავტორმა ზვიად ქანთარიამ თავადაც გახსნა პირადი ანგარიში აღნიშნულ მატჩში 5-0.

 

 საბოლოო შედეგი კი ნიკოლოზ საბანაძემ დააფიქსირა, გიორგი ციმაკურიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი ”მერანის” ბომბარდირმა 6-0.

 

 ამ გამარჯვებით ”მერანმა” პროლიგა 2-ში მოსახვედრად პლეი-ოფის პირველი ეტაპი გაიარა, მეორე ეტაპზე ჩვენი გუნდი ”ბორჯომს” დაუპირისპირდება. ეს პლეი-ოფიც ორ-რაუნდიანი იქნება და ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს პროლიგა 2-ში. ”მერანი” ”ბორჯომის” წინააღმდეგ 5 დეკემბერს ითამაშებს მარტვილში, განმეორებითი შეხვედრა კი 9 დეკემბერს ბორჯომში გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6