1 2 3 4 5
ჭაბუკთა ლიგის გუნდების პრინციპული მატჩები

    22 ოქტომბერს, მარტვილში, ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, მარტვილის "მერანის" ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ფოთელ თანატოლებს გაეჯიბრებიან.

 

 "მერანის" U-15 გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და თავის უახლოეს მდევარ სფფ აკადემიის გუნდს და ქობულეთის "შუქურას" 7 ქულით უსწრებს.

 

 განსაკუთრებით პრინციპული იქნება U-17 გუნდების დაპირისპირება, რადგან ცოტნე მონიავას გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ "კოლხეთს" შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე "მერანი" გადაინაცვლებს.

 

 U-15 გუნდების დაპირისპირება 13:00 საათზე დაიწყება. U-17 გუნდების შეხვედრა კი 15:00 საათზე აიღებს სტარტს. 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0