1 2 3 4 5
XII ტური - "მერანი" ისვენებს

 დღეს, პირველი ლიგის გათამაშების XII ტურის შეხვედრები გაიმართება. ე.წ. თეთრ ჯგუფში, სატურნირო ცხრილის ლიდერი წყალტუბოს "სამგურალი" თბილისის "მარკ სტარს" უმასპინძლებს. საინტერესო მატჩი შედგება ხობში, სადაც ადგილობრივი "კოლხეთი" და ხონის "იმერეთი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეორე ადგილზე მყოფი "რუსთავი", გორში, "ლიახვის" წინააღმდეგ ითამაშებს. ტყიბულის "მეშახტე" კი ხარაგაულის "ჩხერიმელას" მიიღებს.

 

 რაც შეეხება ჩვენს გუნდს, XII ტურში მარტვილის "მერანი" ისვენებს. მარტვილელები თავის მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავენ სტუმრად რუსთავში. 2 ნოემბერს კი "მერანი", დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0